x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ლეგენდარული დემის რუსოსი

image

68 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ბერძენი მომღერალი დემის რუსოსი.
მთელი მუსიკალური კარიერის მანძილზე მომღერლის 60 მილიონზე მეტი ჩანაწერია გაყიდული მთელს მსოფლიოში.

60-იან წლებში დემისმა კარიერა ჯგუფ "Aphrodite's Child"-ის შემადგენელობაში დაიწყო.

1971 წლიდან კი სოლო კარიერას შეუდგა.
პირველი მნიშვნელოვან წარმატებას მომღერალმა მიაღწია 1974 წელს, როდესაც გამოვიდა ალბომი «Forever & Ever», სინგლმა "Happy То Be On An Island In The Sun" ბრიტანულ ჩარტებში მე-5 ადგილი დაიკავა.

მომღერალმა თავის კარიერის მანძილზე 40-ზე მეტი ალბომი ჩაწერა.მისი ბოლო ალბომი 2009 წელს გამოვიდა, სახელწოდებით "Demis".

ბერძენმა მომღერალმა მსმენელებს თავი შეაყვარა ისეთი შესანიშნავი ჰიტებით როგორებიცაა, "Sings From Souvenirs To Souvenirs", "Goodbye, my love, goodbye", " Forever And Ever " და სხვა.

image

0
77
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0