x
image
კატაპულტი
ადამიანის მკვლელი მსოფლიოს ვარსკვლავები
ალბათ, ცოტას თუ სმენია იმ მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავების მძიმე დანაშაულებებზე, რომელთაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.მაშ ასე:

ტედ კენედი

1.ამერიკის სენატორი ტედ კენედი, ჯონ კენედის ძმა. 1969 წლის 18 ივლისს მან ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან არხში გადავარდა.კენედიმ მანქანიდან უვნებლად მოახერხა გამოძრომა, მისი თანამგზავრი მერი ჯო კოპეჩნი კი დაიხრჩო.ტედ კენედიმ შემთხვევის ადგილი მიატოვა და მხოლოდ ათი საათის შემდეგ მიაკითხა პოლიციას.

ოსკარ პისტორიუსი


2.პარა-ოლიმპიელი სპორტსმენი ოსკარ პისტორიუსი. 2014 წლის სექტემბერში მას ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა თავისი მეგობრის განზრახ მკვლელობისათვის.

სნუპ დოგი

3. რეპერი სნუპ დოგი. მას 1994 წელს მკვლელობაში ადანაშაულებდნენ.რეპერმა მოწინააღმდეგე ბანდის წევრი მოკლა.სასამართლომ იგი გაამართლა, რადგან მიიჩნია, რომ ქმედება თავდაცვის მიზნით იქნა ჩადენილი.

ვინს ნეილი

4.ჯგუფ Mothley Crue-ის ვოკალისტი ვინს ნეილი. 1984 წელს ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, როდესავ ავტოავარია მოახდინა.ამის შედეგად გარდაიცვალა ჯგუფ Hanoi Rocks-ის დრამერი ნოკოლას დინგლი, რომელიც მძღოლის გვერდით იჯდა.

რებეკა გეიჰარდი

5.მსახიობი რებეკა გეიჰარტი. მან 2001 წელს ლოს-ანჯელესში მომხდარი ავტო-ავარიით 9 წლის ბიჭუნას სიცოცხლე შეიწირა.


ლორა ბუში

6.ლორა ბუში, ჯორჯ ბუშის მეუღლე და შესაბამისად, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი. მან ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში შეიწირა ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ავტოავარიის შედეგად.

დონ კინგი

7. საკულტო კრივის პრომოუტერი დონ კინგი. მან 2 ადამიანი შეიწირა.პირველ შემთხვევაში, 1954 წელს, მან მოკლა ქურდი, რომელიც მის ოფისს ძარცვავდა.მეორე შემთხვევაში, 1967 წელს, მან მოკლა თავისი თანამშრომელი, რომელსაც მისი 600 დოლარი ემართა.პირველ მკვლელობაში კინგი გაამართლეს, მეორესთვის კი 4 წელი იხდიდა სასჯელს.

0
218
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0