x
image
ვიზა კოხაძე
იაპონელებმა გამაოგნებელი და დაუჯერებელი ფორმის თალგამი ამოიღეს
imageმსოფლიო არა ერთხელ გაუკვირვებია უნიჭიერეს და შრომისმოყვარე იაპონელებს თავიანთი გამოგონებებითა და სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებებით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს " ბუნების საოცრებასთან", რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო და 10 მილიონზე მეტი ადამიანი იაპონიის ქალაქ Ayagawa - ში ერთ - ერთი ფერმერის ფერმაში მიწიდან ამოღებულ თალგამზე საუბრობს.

საზოგადოების ერთი ნაწილი იაპონელების " მორიგ შოუს" და გამოგონილ ფოტოშოპს უწოდებს ადამიანის ფეხის ფორმის თალგამს. არა და წყარო წერს, რომ ეს მცენარე მართლაც მიწიდან იქნა ამოღებული და ზუსტად ამ ფორმით.

ფერმერმა იუკიხირო იკეუშმა საკუთარ ფერმაში ადამიანის ხუთივე ფეხის ფორმის თალგამი ამოთხარა და გაოცებულმა მისი გამოფენა მოაწყო.მცენარე 1, 5 კილოგრამს იწონის, რომლის სიგრძე 30 სანტიმეტრია.მას ადამიანის ტერფის ნაცვლად თავზე ცოცხალი ფოთლები ახლავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თალგამი ბუნების საოცრებაა.

მწვანე იაპონური თალგამი გამოიყურება, როგორც პარალიზებული ადამიანის ფეხი - წერს წყარო.


იაპონაიში ეს ბოსტნეულად ითვლება, ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და მას სალათებში მთავარი ინგრედიენტის დანიშნულება აქვს.

0
64
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0