სხვა ახალი ქართული ანიმაციური ფილმი "ბებო" - რეალური ამბავი და საერთაშორისო ფესტივალები (+ვიდეო) 2015, 24 იანვარი, 13:32 ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის სანდრო ქათამაშვილის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი “ბებო” რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. რეჟისორს მისი შექმნის იდეა მეგობარმა მიაწოდა. ფილმში ასახული 90-იანი წლების საქართველო: ლამპის შუქი, კედელზე ჩამოკიდებული ქანაქრიანი საათი, ეზოში დომინოს თამაშში გართული მეზობლები, ელექტროენერგიის მოსვლით გამოწვეული სიხარული... და ბებო, რომელიც დაუსრულებელ ქსოვილის ნაჭერს კერავს... ანიმაცია უკვე რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. ქვემოთ კი თქვენც გეძლევათ მისი ნახვის შესაძლებლობა. 244 8-ს მოსწონს
|