x
image
ვიზა კოხაძე
"Google's" აღმასრულებელი დირექტორის სენსაციური განცხადება

imageდავოსში მიმიდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი ინტერნეტის მოსალოდნელ დასასრულზე საუბრობს.როდესაც მას კითხვა დაუსვეს ინტერნეტტექნოლოგიებზე, შმიდტმა ინტერნეტის დასასრული დააანონსა და შეკითხვას მოკლედ უპასუხა: - " მარტივად გიპასუხებთ - მალე ინტერნეტი გაუჩინარდება. გაჩნდება ძალიან ბევრი IP მისამართი, ბევრი მოწყობილობა, სენსორები, საგნები, რომლებიც თან გექნებათ. ეს ის საგნები, რომლებითაც ურთიერთობთ და ეს მოხდება ისე, რომ თქვენ ვერაფერს ვერ იგრძნობთ. ეს იქნება თქვენი არსებობის ნა, რომ დადიხართ ოთახში, ოთახი, რომელიც არის დინამიური და თქვენი სურვილის მიხედვით ხართ ინტერაქციაში აბსოლუტურად ყველაფერთან" - ასე განავრცო ერიკ შმიდტმა ყოველივე.image

აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეს ნაბიჯი იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რასაც აუცილებლად მოჰყვება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა მსოფლიოს მასშტაბით.

დასმულ შეკითხვაზე, თუ რა ბედი ელით იმ სამუშაო ადგილებს და დასაქმებულებს, , რომლებიც ამჟამად მუშაობენ, შმიდტმა ძალიან საინტერესოდ უპასუხა და ხელის შრომის და ტრაქტორების შექმნის პერიოდს დაუკავშირა: - ეს არის იგივე შემთხვევა, როდესაც ადამიანებმა ხელით შრომა შეწყვიტეს და ტრაქტორების გამოყენება დაიწყეს.პერსონალიზირებული, ძალიან ინტერაქტიული და ძალიან, ძალიან, ძალიან საინტერესო სამყარო ჩნდება" - განმარტა ერიკ შმიდტმა.image

სიტყვით გამოვიდნენ აგრეთვე ფეისბუქის მთავარი ოპერაციების დირექტორი ქალბატონი Sheryl Sandberg და Yahoo's ხელმძღვანელი მარისა მაიერი.მათ მთავარი აქცენტები მომხმარებელთა იმ 60 % - ზე გააკეთეს, რომლებიც ინტერნეტით არ სარგებლობენ ( ცნობისათვის მსოფლიო მოსახლეობის 40 % ჩართულია სოციალურ მედიაში).

0
86
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0