x
image
მანჩო 777
ცხრა გრანდიოზული პროექტი, რომლებსაც განხორციელება არ ეწერათ
ისტორიას მეოცნებეები და იდეალისტები ქმნიან, მაგრამ მათი გენიალური გამოგონებები და ქმნილებები ყოველთვის წარმატებული როდია, ხშირად ისინი კრახისთვისაა განწირული. ამ პოსტში მინდა გავიხსენოთ ცხრა უდიდესი პროექტი, რომლებმაც კრახი განიცადეს და არ გაამართლეს ავტორების იმედები და ჩანაფიქრი.



1. პანამის არხი


image


1869 წელს მთელი მსოფლიო ტაშს უკრავდა ფერდინანდ ლესეპს სუეცის არხის გახსნის დროს. წარმატებით თავბრუდახვეულმა ლესეპსმა სულ მალე მოინდომა ახალი გრანდიოზული პროექტის ხორცშესხმა - ეს იყო პანამის არხი, მაგრამ მან არ გაითვალისწინა არც მედიკოსების გაფრთხილება (პანამა ხომ ციებ-ცხელების ზონაა) და არც ინჟინრების აზრი (ფერდინანდის ნახაზებს მათ საშინელი და კატასტროფული უწოდეს) . სხვისი აზრის უგულებელყოფის შედეგი იყო ის, რომ ოცი წლის შემდეგ ინვესტორები წყევლას უთვლიდნენ ლესეპს, ის ჩასვეს ციხეში და გადასცეს ანათემას. 20 ათასი მუშა სამშობლოში კუბოთი დაააბრუნეს, ხოლო უფრო მეტი კი სამუდამოდ დარჩა ზღვის ფსკერზე ისე, რომ კუბოსაც კი ვერ ეღირსა; სიტყვა "პანამა" აფიორისა და თაღლითობის სინონიმი გახდა... და ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, რომ ინვესტორებმა პროფესიონალებს კი არა, ავნტიურისტს დაუჯერეს.




2. "ტიტანიკი"


image

ვინ უფრო სწრაფად გადალახავდა ატლანტის ოკეანეს?- ეს გემთმფლობელების უდიდესი გასართობი იყო საუკუნის გასაყარზე. 1907 წელს კომპანიამ "CUNARD LINE" წყალში ჩაუშვა ხომალდები "მავრიტანია" და "ლუზიტანია". ამით კომპანიამ ერთგვარი გამოწვევა გაუგზავნა სამგზავრო გემთმშენებელ სხვა კომპანიებს. ძალზე შთამბეჭდავი იყო კომპანია "WHITE STAR LINE" -ის საპასუხო სვლა: სამი ულტრათანამედროვე უზარმაზარი გემი. მათგან ყველაზე დიდი, ყველაზე მდიდრული და ყველაზე უსაფრთხო-როგორც კომპანიის მესვეურები აცხადებდნენ, - "ტიტანიკი" იყო. 14 აპრილს - ტრაგედიის წინა დღეს, "ტიტანიკის" კაპიტანმა გამაფრთხილებელი სიგნალი მიიღო სხვა გემებიდან ოკეანეში აისბერგების არსებობის შესახებ, მაგრამ ყურად არ იღო გაფრთხილება და არ შეანელა სიჩქარე. უფრო მეტიც: მას შემდეგ, რაც უფროსმა ოფიცერმა შეტყობინება მიიღო პირდაპირ მათ კურსზე აისბერგის დრეიფის შესახებ, ხუთი წუთი იფიქრა, ღირდა თუ არა ხომალდის კურსის შეცვლა: მას ვერც კი წარმოედგინა, რომ უბრალო ყინულის ნატეხი რაიმე საფრთხეს შეუქმნიდა გემს - "ტიტანიკი" ხომ ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე "ჩაუძირავ" ხომალდად იყო მონათლული. სამწუხაროდ, მითი მისი "ჩაუძირაობის" შესახებ მალე დაიმსხვრა და თან გაიყოლა 1200-მდე ადამიანის სიცოცხლე.



3. მაჟინოს ხაზი


image


1936 წელს ფრანგებმა გერმანიის საზღვართან ააგეს 400 კილომეტრი სიგრძის კედელი ანუ ეგრეთწოდებული "საზღვრის გამაგრების ხაზი", რომელიც ქვეყანას 3 მილიონი ფრანკი დაუჯდა. "-ახლა გერმანელებს მოუწევთ დიდი მანძილის გავლა, რომ თავს დაგვესხან", -უხაროდათ მათ. "დაე, პირველად ბელგია დაიპყრონ", - იცინოდა საფრანგეთის მაშინდელი თავდაცვის მინისტრი მაჟინო, მაგრამ "კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო", - ნათქვამია. სწორედ ასე დაემართათ ფრანგებს.

" სულაც არ გაგვიჭირდება კედლის შემოვლა, "- გაიფიქრეს გერმანელებმა. მართლაც, ბელგიამ, უარი თქვა რა საფრანგეთის მოკავშირედ გახდომაზე, ხელი მოაწერა მყისიერ კაპიტულაციას გერმანიასთან. მაჟინოს ხაზს გერმანელებმა ჩრდილოეთიდან შემოუარეს, ელვისებირად შევიდნენ რა მონმარტზე და ფრანგებს ირონიულად უთხრეს: "Guten tag".

პარიზი იმაზე გაცილებით ადრე დაეცა, ვიდრე ფრანგები წარმოიდგენდნენ, თუ რა ტყუილად ჩაყარეს მიწაში მილიონობით ფრანკი.



4. იგოუს თავშესაფარი


image


ერთხელ გულკეთილმა ამერიკელებმა გადაწყვიტეს სენტ-ლუისში აეშენებინათ სოციალური სამოთხე, სადაც საცხოვრებლად მიიწვიეს როგორც ზანგები, ასევე თეთრკანიანები, რომლებიც ძირითადად ღარიბი კვარტალებიდან იყვნენ. ძალიან მალე გამოირკვა, რომ გეტოს წევრი ვერ შეწყვეტს გეტოს კანონებით ცხოვრებას მხოლოდ იმის გამო, რომ მას ბინაში საკუთარი აბაზანა აქვს. კვარტალი მალე გადაიქცა ნარკომოვაჭრეების და სისხლიანი გარჩევების ადგილად. 1970 წელს რაიონი ოფიციალურრდ იქნა მიჩნეული უბედურების ზონად და იქედან ხალხის გამოსახლება დაიწყეს. უკანასკნელი შენობა კვარტალისა დანგრეულ იქნა 1976 წელს და ეს რაიონი მიწის პირისაგან აღიგავა. წყალში გადაყრილი აღმოჩნდა დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რომელიც ამ კვარტალის ასაშენებელად დაიხარჯა.



5. Windows Vista


image


ეს პროექტი მსოფლიოს გადატრიალებას ჰპირდებოდა პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. Sidebar-ის გვერდითი პანელი, ფაილების უნიკალური სისტემა, შთამბეჭდავი დიზაინი პროგრამის წარმატების საწინდარი უნდა ყოფილიყო. განსაკუთრებით მიმზიდველი ჩანდა Windows Vista-ს დიზაინი ასკეტური XP-ს ფონზე, მაგრამ კრახი გაცილებით შთამბეჭდავი იყო, ვიდრე ახალი დიზაინი. ახალი სისტემის მწარმოებლურობა გაცილებით ჩამორჩებოდა ძველს, პროგრამის და დრაივერების შეუთავსებლობა მომხმარებლებში შოკს იწვევდა, ამიტომ ბევრი მათგანი ამჯობინებდა ისევ ძველ, უწყინარ XP-ს დაბრუნებოდნენ. კოპიუტერების და ნოუთბუქების მწარმოებლები, რომლებიც კომპიუტერულ ტექნიკას მასში ჩაწერილი Windows Vista-თი ყიდდნენ, იძულებული გახდნენ მყიდველებისათვის დაუნგრეიდი შეეთავაზებინათ და ყუთებში დებდნენ დისკს, რომელზეც Windows XP იყო ჩაწერილი. Windows Vista - მ ოპერაციული სისტემების ბაზარზე 20%-საც კი ვერ მიაღწია, ხოლო Windows 7-ის გამოსვლისათანავე მისმა რეიტინგმა სწრაფად იწყო კლება ადა ამაჟამად 1%-ს ძლივს შეადგენს.



6. საბჭოების სასახლე მოსკოვში


image


XX საუკუნის არქიტექტურის ეს სასწაული უნდა გამხდარიყო მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა და მოსკოვის პირველი და უკანასკნელი სტალინური ცათამბჯენი. ამისათვის ჯერ ქრისტეს გარდამოხსნის ეკლესია დაანგრიეს, შემდეგ კი უზარმაზარი ქვაბული ამოთხარეს მოსკოვის ცენტრში, მაგრამ მალე ომი დაიწყო და სასახლისათვის უკვე აღარავის ცხელოდა. ქვაბულის ამოთხრის ცდას ტყუილად არ ჩაუვლია და მოსკოველები ორმოცი წელი ბანაობდნენ მოსკოვის უფასო ღია აუზში, რომელიც სავარაუდოდ, ყველაზე დიდი აუზი იყო მსოფლიოში. მხოლოდ 40 წლის შემდეგ ამოავსეს ქვაბული.



7. "ფობოს-გრუნტი"


image


ავტომატური საპლანეტთაშორისო სადგური, რომელიც 5 მილიარდი მანეთი დაჯდა, უნდა გაფრენილიყო მარსზე, დაბრუნებულიყო უკან და თან წამოეღო პლანეტა მარსის ნიადაგის ნიმუშები, გზადაგზა კი სხვადასხვა კვლევები უნდა ეწარმოებინა კოსმოსში, მაგრამ როგორც კი აპარატი მიწიდან აფრინდა, რაღაც ისე არ წავიდა, როგორც იყო დაგეგმილი. მოყვარული ასტრონავტები კიდევ კარგა ხანს უღებდნენ სურათებს ამ გასაცოდავებული ტექნიკის ნარჩენებს, რომელიც უმისამართოდ ტრიალებდა დედამიწის ორბიტის მახლობლად. საერთო ჯამში "ფობოს-გრუნტი" დაიწვა დედამიწის ატმოსფეროს მყარ ფენებში 2012 წელს.



8. "იო-მობილი"


image

2010 წელს რუსმა მილიარდერმა მიხეილ პროხოროვმა განაცხადა, რომ მალე გამოჩნდებოდა ნამდვილი სახალხო რუსული ავტომობილი: მაღალტექნოლოგიური, ლამაზი და რაც მთავარია, ძალიან იაფი. ორი წლის შემდეგ 350-დან 500 ათას მანეთამდე ღირებულების 20 ათასი მანქანა უნდა გამოჩენილიყო რუსეთის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში... მაგრამ დრო მიდიოდა, ტექნოლოგიები იცვლებოდა, პროტოტიპები გაჭირვებით დადიოდნენ, ამას დაემატა ავტობაზრის დაცემა და რუსული რუბლის გაუფასურება. ტრიუმფალური პრეზენტაციის მაგივრად, პროხოროვი იძულებული გახდა, ავტომობილების ნახაზები და პროექტი რუსეთის საავტომობილო ინსტიტუტისათვის გადაეცა. მილიონობით რუბლი წყალში იქნა გადაყრილი.



9. "დიდი ნახტომი"


image


გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ჩინეთი უზარმაზარი, მაგრამ ღარიბი საასოფლო-სამეურნეო ქვეყანა იყო. ჩინეთის დიდმა ბელადმა მაო ძედუნმა გადაწყვიტა ქვეყანა ერთი ხელის დაკვრით გადაექცია მსოფლიო ეკონომიკის ლიდერად. უარყო რა სპეციალისტების გონივრული რჩევები და სოფლის მეურნეობის ათასწლოვანი გამოცდილება, კომუნისტური პარტია თავად უგეგმავდა გლეხებს სად, რა და როგორ უნდა დაეთესათ ან დაერგოთ. ბრძანება გაიცა გაენადგურებინათ ბეღურები იმ მოტივით, თითქოსდა ისინი მოსავალს ანადგურებდნენ, ხოლო სამზარეულოს ქვაბებიდან დაწყებული სავარჯიშო ჰანტელებით დამთავრებული ყველანაირი ლითონის ნაწარმი გადაედნოთ მეტალურგიული ქარხნების მწარმოებლობის გასაზრდელად. საბოლოოდ ამ უაზრო რეფორმებმა ქვეყანა დიდ შიმშილობამდე მიიყვანა. ამას მოჰყვა მილიონობით ადამიანის სიკვდილი და დენ სიაო პინის ეკონომიკური რეფორმა. ბოლოსდაბოლოს, ჩინეთმა კვლავ შეძლო ფეხზე დადგომა და ეკონომიკის აღმავლობა უბრალოდ იმ მიზეზით, რომ შეწყვიტა ველოსიპედის თავიდან გამოგონება და ეკონომიკის მინისტრებმა, როგორც ჩანს, იკადრეს ეკონომიკის სახელმძღვანელოებში ჩახედვა. თუ გადავხედავთ დღევანდელი ჩინეთის მდგომარეობას, როგორც ჩანს, ეს სახელმძღვანელოები მეტად სასარგებლო გამოდგა მათთვის.

15
917
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
917
  
2015, 29 იანვარი, 22:08
მადლობა კომპლიმენტისათვის :)
2015, 29 იანვარი, 21:39
მალიადეც შენ მანჩო :) კარგი სტატია იყო
2015, 27 იანვარი, 15:51
გაიხარე:)
2015, 27 იანვარი, 15:49
სღ... :)
2015, 27 იანვარი, 12:32
მადლობა სასიამოვნო კომპლიმენტისათვის:)
2015, 27 იანვარი, 10:45
ესე რა, კარგი სტატიაა მართლაც. დიდი მადლობა
2015, 26 იანვარი, 21:32
საოცარი იყო
2015, 26 იანვარი, 12:23
რავი, ვკითხოთ :)
2015, 26 იანვარი, 12:00
არ მოგვყიდიან ჩვენ მაგ სახელმძღვანელოს?
2015, 22 იანვარი, 23:15
მადლობა ნათი:*
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10