x
image
ვიზა კოხაძე
დაუჯერებელი და გამაოგნებელი ფაქტი დაფიქსირდა ისრაელში ( + ვიდეო )

imageისრაელში, კერძოდ კი ნეგევის უდაბნოში დაუჯერებელი და სასწაული ფაქტი დაფიქსირდა. ადგილობრივი მოსახლეობის თვალწინ მოულოდნელად მდინარე გამოჩნდა, რაზეც ხშირად ოცნებობდნენ ადგილობრივები. ფოტო და ვიდეო მასალა მომხდარი ფაქტის შესახებ სოციალურ მედიაში გავრცელდა.წყაროს ინფორმაციით, მდინარე ზინი ათეული წლების მანძილზე დამშრალი იყო. ამჯერად მდინარე ზინის წყალმა თავის თავდაპირველ ადგილზე კვლავ გაიარა და გამომშრალი მიწა დაასველა. ფოტოებზე და ვიდეოში კარგად ჩანს, როგორი აღფრთოვანებული და გახარებულია ადგლობრივი მოსახლეობა, რომლებმაც სხვათაშორის მდინარის დაბრუნება იწინასწარმეტყველეს - წერს წყარო.imageimageimageროგორც გავრცელდა ინფორმაცია, მდინარის დაბრუნება რამდენიმე მილის დაშორებით არსებულ მთიან რეგიონებში გადაუღებელმა და ძლიერმა წვიმებმა განაპირობა. ცნობისათვის, ათეული წლების მანძილზე ტერიტორია სრულიად დამშრალი იყო.

წლების შემდეგ მდინარის ხელახალი " დაბადება" - ( ასე უწოდეს ბედნიერმა ებრაელებმა მომხდარს) ნეგევის უდაბნოში თვითმხილველმა და ადგილობრივმა მკვიდრმა სამოყვარულო ვიდეოთი გადაიღო, რომელიც მალევე სოციალურ მედიაში გავრცელდა და დღეს პოპულარული ვიდეოების რეიტინგშია. კადრებში კარგად ჩანს, როგორ უბრუნდება მდინარე ზინის წყალი უკვე გამომშრალ ძველ ნაკვალევს და როგორ უბრუნებს სიცოცხლეს ირგვლივ ყველაფერს, რასაც ადგილობრივების ჟივილ - ხივილი ახლავს.imageმდინარის დაბრუნების პროგნოზირება ათეული წლის შემდეგ ფაქტიურად შეუძლებელი და წარმოუდგენელიც კი იყო. ახლა, როცა დიდთოვლობამ და ბევრმა ნალექმა შესაძლებელი გახადა ნეგევის უდაბნოში მდინარე ზინი ძველ ადგილას დაებრუნებინა. სწორედ ძლიერმა ნალექმა, დიდი რაოდენობით მოსულმა წვიმამ და თოვლმა შესაძლებელი გახადა ამ სენსაციის მოხდენა.

ცნობისათვის, მდინარე ზინი 52 მილით ანუ - 85 კილომეტრით არის დაშორებული ქალაქ "Beersheba" - დან, ბოლო კი მკვდარი ზღვაა.







0
404
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0