ისტორია AUDI -ის ისტორია 2011, 23 ოქტომბერი, 2:56 1899 წელს, აუგუსტ ხორხორმა ქ. კიოლნში დააარსა AUDI AG . იმ დროისთვის კომპანიას Horch&Cie. Motorwagen Werkeერქვა. მოგვიანებით ხორხი ქ ცვიკაუში გადავიდა, სადაც მისი ფირმა აქციონერთა საზოგადოებად გადაკეთდა. იმის გამო რომ სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოს შორის უთანხმოება წარმოიქმნა, 1909 წელს ხორხმა დატოვა წარმოება, და მეორე საავტომობილი კომპანია დაარსა. ვინაიდან მისი გვარი უკვე ფიგურირებდა ძველი კომპანიის სახელწოდებაში და დაცული იყო სამარკო ნიშნით, ახალი ფირმის სახელწოდებად ხორხმა თავისის გვარის ლათინური თარგმანი გამოიყენა. ამგვარად გერმანული "horch" ("მისმინე"), შეცვალა ლათინურმა "audi"-მ . პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ხორხი ჩამოშორდა საავტომობილო ბიზნესს და ბერლინში განაგრძო მუშაობა დამოუკიდებელ საავტომობილო ექსპერტად. 1985 წელს კომპანიას AUDI AG ეწოდა. ახალმა კოპანიამ მსოფლიოს წარუდგინა ისეთი ცნობილი მოდელები როგორიცაა: Audi Coupe GT, Quattro, A3, A4, S4 Avant, A5, A6, A8, TT, R8, Q5, Q7 466 6-ს მოსწონს
|