x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სამედიცინო საოცრებები ანუ ადამიანები,რომლებიც სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს
1-რკინის მილმა მამაკაცის თავი გახვრიტა-ფინეას გაიჯის(Phineas Gage) გადარჩენა დღევანდელ დღემდე ერთ-ერთ სასწაულად რჩება.1848 წელს ფინეასი რკინიგზის ხაზის მშენებლობაზე მუშად მუშაობდა, როდესაც 1 მეტრი სიგრძის რკინის მილმა მას თავი ბოლომდე გაუხვრიტა და მეორე მხარეს გამოვიდა, ექიმებმა მას მილი ამოუღეს. მამაკაცს სახის მარცხენა მხარეს დამბლა დაემართა, მაგრამ გადარჩა.image

image2-გოგონა, რომელიც 4 თვე გულის გარეშე ცხოვრობდა-14 წლის დ' ჟანა სიმონსს(D`Zhana Simmons) ჰქონდა სუსტი, გაფართოებული გული, მას სჭირდებოდა გულის გადანერგვა..დონორის გული ვერ მიიღო ორგანიზმმა, ამიტომ გოგონას მოუწია ახალ გადანერგვამდე 4 თვე უგულოდ ეცხოვრა.სისხლს ჟანას სპეციალური ხელოვნური საბერველებით აწვდიდნენ.

118 დღის შემდეგ გოგონას მეორედ, ამჯერად უკვე წარმატებით გადაუნერგეს გული.imageimage
3-გოგონა, რომელიც სარჭებით ააწყეს-2009 წელს 17 წლის კატერინე ბურგესი(Katrina Burgess) საშინელ ავარიაში მოყვა. მისი მანქანა სატვირთოს 100კმ/სთ- სიჩქარით შეასკდა.

გოგონას გადარჩენის შანსი არ იყო.ექიმებმა ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს.იგი ხელმეორედ ააწყეს 11 ტიტანის სარჭით და სპეციალური სახრახნისებით, რომელიც უმაგრებდა კისერს, წელს და ფეხებს.


5 თვის შემდეგ იგი პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა.ამჟამად იგი მოდელია.

imageimage
image4-ქალი რომელსაც თავი მოწყდა, -2007 წელს შენონ მელოი(Shannon Malloy)მოყვა ავარიაში, რის შედაგადაც თავი ხერხემალს მოწყდა.საბედნიეროდ ხერხემალი პრაქტიკულად არ დაზიანდა.


ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თავი კისერზე 9 სახრახნისით მიუმაგრეს.მსგავს აპარატს "გალო "ჰქვია, როემლიც თავს ადგილზე ამაგრებს.

მართალია ამის შემდეგ შენონს გადაყლაპვა უჭირდა, ასევე თვალის ნერვი დაუზიანდა, მაგრამ მაინც გამოჯანმრთელდა.

imageimage
5-მამაკაცი, რომელიც 150 მეტრიდან ჩამოვარდა და გადარჩა, -2007 წელს ფანჯრების მწმენდავი ალსიედეს მორენო(Alciedes Moreno) 47-ე სართულიდან ჩამოვარდა და გადარჩა.მასთან ერთად მისი ძმაც ჩამოვარდა, რომელიც დაიღუპა.


მართალია მორენომ სერიოზული ტრამვები მიიღო, მაგრამ სასწაულად გადარჩა, იგი ჩამოვარდნის დროს ალუმინის პლატფორმას იყო ჩაბღაუჭებული.

მორენომ 16 ოპერაცია გადაიტანა და 6 თვის შემდეგ უკვე ფეხზეც გაიარა.

imageimage
image

6-მამაკაცს ნახევარი სხეულით დარჩა, მაგრამ გადარჩა, -1995 წელს ჩინელ პენგ შულინს(Peng Shulin) სატვირთომ გადაურა, რის შედეგადაც მხოლოდ ნახევარი სხეული დარჩა(66სმ.)მამაკაცს რამდენიმე ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს, იგი არა მარტო გადარჩა, არამედ სპეციალურად მისთვის შექმნილი მოწყობილობით სიარულიც დაიწყო.

image
image7-მამაკაცმა სიარული ობობას კბენის შემდეგ დაიწყო-დევიდ ბრანკატი(David Blancarte) მოტოციკლისტი იყო, იგი მრავალი წლის წინ ავარიაში მოხვდა.თითქმის 20 წელი იგი ინვალიდის ეტლში იყო მიჯაჭვული, ვერ დადიოდა.ერთხელ მას შხამიანმა ობობამ(Loxosceles reclusa)უკბინა.

ამის გამო იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.დაუნიშნეს ანტიბიოტიკებით ინტენსიური მკურნალობა. ერთხელაც მედდამ შეამჩნია, რომ დევიდის ფეხს სპაზმები დაეწყო.


ინტენსიური თერაპიის შედეგად 20 წლიანი პაუზის შემდეგ დევიდმა წამოდგომა და გავლა მოახერხა.image
image




2
282
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
282
  
2015, 21 იანვარი, 21:45
მადლობა..
2015, 21 იანვარი, 21:38
კარგია
0 1 2