x
image
მანჩო 777
კიდევ ერთი ტრაგედია ვაზაგაშვილების ოჯახში - იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აფეთქდა
იური ვაზაგაშვილი - ზურა ვაზაგაშვილის მამა საკუთარი შვილის საფლავზე ყვავილების დაწყობის დროს აფეთქდა.


image


გიორგი ვაზაგაშვილის - გარდაცვლილის ძმისწულის განცხადებით, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ ყვავილების ლარნაკში იყო ჩამონატაჟებული. მან ასევე აღნიშნა, რომ იური ვაზაგაშვილი საფლავზე მარტო იმყოფებოდა. გარდაცვლილის ძმისშვილის ინფორმაციით, აფეთქების ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებული არიან სამართალდამცავები.


ვაზაგაშვილების ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს . ის აცხადებს, რომ საფლავი, სავარაუდოდ, დანაღმული იყო.



image


“გამორიცხულია იურის თავი აეფეთქებინა, სავარაუდოდ, საფლავი დანაღმული იყო, რადგან, როგორც ახლა მითხრეს, ყვავილები დაალაგა თუ არა, აფეთქება ზუსტად იმ დროს მოხდა. დარწმუნებული ვარ, იური ვაზაგაშვილი თავს არ აიფეთქებდა. ჩვენ წინა დღეებში გვქონდა საუბარი და დავსახეთ სამომავლო სტრატეგია მისი ვაჟის, ზურა ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მას ჰქონდა სერიოზული გეგმები სამართლებრივი ბრძოლის კუთხით”, – აცხადებს ადვოკატი.

7
140
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
140
  
2015, 21 იანვარი, 18:23
თუ ეს საქმე ამჯერად მაინც არ გამოძიეს ბოლომდე, დიდ მღელვარებას გამოიწვევს ხალხში:(
2015, 21 იანვარი, 17:46
ტელევიზორს ნაკლებად უყურებ და არ მსმენია რც მის შვილზე,დასანანია ყველა სიკვდილისათვის
2015, 21 იანვარი, 13:23
უსამართლოდ მოკლული შვილის მამა, ინნ...სანდრო გირგვლიანის დედის ბედი გაიზიარა:(
2015, 21 იანვარი, 13:23
რამდენი მკვლელობა უნდა შერჩეთ:(((
2015, 21 იანვარი, 13:21
რამნიშვნელობა აქვს ვინარის, გაწამებული შვილმკვდარი მამაა.
2015, 21 იანვარი, 8:14
ეს კაცი ამ მთავრობასაც ყელში ეჩხირებოდა. მკვლელობა ძალიან მაღალ დონეზეა შეკვეთილი.
2015, 20 იანვარი, 23:51
ვინ არის ეს კაცი ან ვინ იყო მისი შვილი?
0 1 7