x
image
სანტა-თამო
სულელური ფილმები
image "ბოლო 5 წლის 5 ყველაზე სულელური ქართული ფილმი" - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას "ამბები.გე", სადაც განხილულია მათი თვალსაზრისით ბოლო დროის 5 ყველაზე სულელი ფილმი ქართულ ფილმოგრაფიაში. სულელური ფილმების ჩამონათვალი ასეთია: "მამაჩემის გელფრენდი", "გოგონა სლაიდიდან", "სპამი", "ნაწილები" და "თბილისური ლავ სთორი". "ამბები.გე" წერს რომ "მამაჩემის გელფრენდი" არის კრიმინალური კომედია, რომელიც ვერც გაგაცინებთ და ვერც მძარფსიუჟეტიან ელემენტებს გაჩვენებთ.აქ ყველა იგინება და იარაღით დარბის სრულიად აზრს მოკლებულ ვითარებაში. და კიდევვ ერთი- ეს არის ფილმი, სადაც შორენა ბეგაშვილი თამაშობს და მთელი ფილმი ჩაცმულია.

"გოგონა სლაიდიდან"ფილმზე "ამბები.გე"-ს ცნობით გრიმიდან დაწყებული სამსახიობო შესრულებით დამთავრებული ყველაფერი საშინელი აქვს. ვერც დასასრულს გაუგებ ამ ფილმს. მოკლედ ადეკვატურობისა და ლოგიკის დეფიციტი.

"სპამი"-ზე "ამბები.გე" წერს რომ ფილმში მთავარი ბოროტმოქმედი არის ურმის ხის ბორბალი, რომელშიც სულია ჩასახლებული. სხვა მხრივ, "სპამი" სავსეა ჰორორ კინოს კლიშეებით.

რაც შეეხება "ნაწილები"-ს აქ "ამბები.გე" ყურადღებას მიმბაძველობაზე ამახვილებს. სიუჟეტი სრულიად ამოვარდნილია ქართული სოკულტურიდან. ეს არის ამერიკულ მოდელზე მორგებული იაპონური საშინელებათა ფილმების დეტალების ქართულ ფილმში გადმოტანის მცდელობას


ხოლო რაც შეეხება "თბილისური ლავ სთორი"-ს "ამბები.გე"-ს ცნობით, პირდაპირ იდიოტური ფილმია. ეს არის ფსევდო მისტიკა, ფსევდო რომანტიკა, ფსევდო კომედია, ფსევდო დრამა, ერთი სიტყვით ფსევდო ფილმია.

პ.ს. იმედია, მომავალში მაინც ავცდებით ასეთ შეფასებებს და მომავალ წლებში საუკეთესო ფილმების რეიტინგებს გფამოვაქვეყნებთ.

0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0