საქართველო ხვალ შუალედური არჩევნებია 2013, 26 აპრილი, 22:53 საქართველოს ორ რეგიონში, ბაღდათსა და სამტრედიაში, ასევე დედაქალაქის ერთერთ დიდ რაიონში ნაძალადევში ხვალ შუალედური არჩევნებია. დიდი მზადება და ემოციებია ხვალინდელი დღისადმი მიძღვნილი. ყველას აინტერესებს ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში მართველი პარტია თუ 1ოქტომბერს დამარჩხებული "ნაციონალური მოძრაობა", ან იქნებ სხვა ოპიზიციურმა პარტიებმა გაიმარჯვონ, ან სულაც დამოუკიდებელმა კანდიდატებმა. ქართული საზოგადოებისას რას გაიგებ, ამიტომ წინასწარ რამის განჭვრეტა შეუძლებელია. ყველა მხარესა და ძალას თავისი ამომრჩეველი და მიზნები აქვს, ყველას იმედი გამარჯვებაა. კანდიდატები მთელი ინტერესით არიან საარჩევნო კამპანიაში ჩართულნი, თავიანთ მოსაზრებას აშკარად უპირისპირებენ ოპონენტებს და ერთმანთთან ოპონირებასაც არ გაურბიან. ყველა თავისი ხერხით ცდილობს თავისას მიაღწიოს. უკვე დაღამდა, სულ რამოდენიმე საათში კი საარჩევნო უბნები გაიხსნება, ხვალ ამ დროს კი ეგიტპოლების შედეგად სავარაუდო გამარჯვებულები უკვე გამოვლეილები იქნებიან. დაველოდოთ შედეგებს. დაე, ისევ იზეიმოს ხალხის ხმამ. 3 1-ს მოსწონს
|