x
image
სანტა-თამო
დათა თუთაშხია და ავტოინსპექტორი
image ერთხელ ოთარ მეღვინეთუხუცესმა მანქნით მოძრაობის წესი დაარღვია და ავტოინსპექტორმა "ჩაუსტვინა":

- საბუთები, მოქალაქევ!

- მე ოთარ მეღვინეთუხუცესი ვარ - მშვიდად ეუბნება მსახიობი.

ავტოინსპექტორმა თავის გვარი და სახელი უთხრა და გაუმეორა:


- მოქალაქევ, მომეცით თქვენი საბუთები!

ოთარმა იფიქრა, ნამდვილად ვერ მიცნოო და მეტი დამაჯერებლობისათვის მტკიცედ უთხრა:

- მე დათა ვარ, დათა თუთაშხია - ინპექტორმა ყურადღებით ახედა.

- მატყუებ, იმას ცხენი ჰყავდა!

- არ გატყუებ, კაცო, ნამდვილად დათა ვარ, გავცვალე ცხენი მანქანაში და ...

- მაშინ, მე ნიკანდრო ვარ ქილია და მომეცი ახლა საბუთები, ცხენი მოტოციკლეტში გავცვალე.

მისცა ოთარმა საბუთები და ეს ამბავი "ზემოთ" მოახსენა. "ზემოდან" ავტოინსპექტორს დაურეკეს და "ტყავი გააძრეს". შერცხვა იმ ინსპექტორს და ბატონი ოთარისთვის საბუთები თვითონ რომ არ მიეტანა, მეგობარს გაატანა. კარი ოთარმა გააღო.

- ბატონი დათა ბრძანდებით, ხომ? - მეგრული კილოთი ეუბნება ინპექტორი.

- დიახ?!

- დაიბრუნეთ თქვენი საბუთები.

- თქვენ ვინ ბრძანდებით? - დაინტერესდა ოთარი.

- მუშნი ვარ, ზარანდია.

4
475
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
475
  
2013, 9 ივნისი, 13:41
ამინ, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.
2013, 9 ივნისი, 10:53
კარგი სტატია! ერის კაცი, ნათელში მისი სული
2013, 8 ივნისი, 21:53
საინტერესო ამბავია.:))
2013, 8 ივნისი, 19:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4