სხვა ამობრუნებული აისბერგის სენსაციური ფოტოები ( + ვიდეო ) 2015, 18 იანვარი, 1:20 ამერიკელმა ფოტოგრაფმა ალექს კორნელამ შეძლო გადაეღო ამობრუნებული აისბერგისთვის და მან უნიკალური კადრები სოციალურ მედიაში გაავრცელა.ფოტოების გადაღება ანტარქტიდაში ერთ - ერთი ექსპედიციის დროს მოხერხდა. კალიფორნიელმა ფოტოგრაფმა შეძლო მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თუ როგორ გამოიყურება წყლის ქვეშ მოქცეული აისბერგი. თოვლიანი მწვერვალის გიგანტური ზედა ნაწილი, რომელიც მთლიანი აისბერგის 90 % - ს შეადგენს, განსხვავდება ქვედა ნაწილისაგან, რომელიც არის გამჭვირვალე კრისტალი მკაფიო ცისფერი ელფერით.ადამიანს ძნელად შეუძლია ასეთი მოვლენის ფოტოზე აღბეჭდვა, რადგანაც ბუნებაში ეს ძალიან იშვიათია და ამით შეძლო ამერიკელმა ფოტოგრაფმა აისბერგის უხილავი ნაწილის ჩვენება. წყაროს ინფორმაციით ის ყველაფერი მიწიერისგან იყო განსხვავებული. ანტარქტიდა არის ერთ - ერთი ისეთი ადგილი, სადაც თავისუფლად შეგიძლია მართო ვიდეო კამერა ნებისმიერი მიმართულებით. ექსპერტების აზრით აისბერგი იყო საკმაოდ ხანდაზმული, რადგან ამ ცისფერ ყინულის არსებას დაჰყვებოდა შესაბამისი ექვივალენტობის "თეთრი ბებერი თმის" ხაზები.მათივე აზრით აისბერგი სადღაც ათიდან ასეულ ათასობით ხნისაა. მყინვარების შემსწავლელი ბრიტანელი გეოფიზიკოსი Mr Corr აცხადებს, რომ იშვიათად უნახავთ ბუნებაში ასეთი მაგალითი. ის თვლის, რომ ეს ნამსხვრევია - ანუ აისბერგის ნაწილად თვლის, რადგან ის საკმაოდ მცირე მასშტაბისაა, ვიდრე მეზობელი აისბერგები, რომელთა სიმაღლეც 8 კილომეტრს უახლოვდება. 337 9-ს მოსწონს 1-ს არა
|