![7 დღიანი დიეტა მათთვის, ვინც ახალ
წლებზე ზედმეტი წონა დააგროვა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201501/2015011613541530087.jpg)
ეს არის დიეტა, რომელზეც წლების მანძილზე მთელი მსოფლიო იჯდა.სამწუხაროდ ხშირად ხდება ისე, რომ ქართული სამზარეულო და მათ შორის ჩვენი საახალწლო სუფრა ( ხაჭაპური, საცივი, შებრაწული გოჭის ხორცი, მწვადები და ა. შ.) ადამიანების უმრავლესობას სულ მცირე ერთ კვირაში 4 - 5 კილოგრამს ამატებინებს. რას გვირჩევს ქართული სამზარეულოს და " სხვა შუადღის" ყველაზე აქტიური სახე მერიკო გუბელაძე. როგორ დავიკლოთ ერთ კვირაში 4 - 5 კილოგრამი, რომელიც ახალ წლებზე ავკრიფეთ.ამ დიეტას ძალიან ბევრი სახელი ჰქონდა, მას უწოდებდნენ უგულავას დიეტას, სხვადასხვა ქვეყნებში მას " კრემლის" დიეტის სახელითაც იცნობდნენ, მსოფლიოში ამ დიეტას იცნობდნენ " ატკისის" დიეტის სახელით, თუმცა ეს არის უბრალოდ ცილის დიეტა. ეს არის სუპერდიეტა, რომელიც თან გემრიელიცაა და თან სწრაფად ეფექტურიც.რას აქვს ცილა? ხორცს, თევზს, კვერცხს, ბოსტნეულს.
![7 დღიანი დიეტა მათთვის, ვინც ახალ
წლებზე ზედმეტი წონა დააგროვა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201501/2015011613543530087.jpg)
დიეტისთვის საჭირო ინგრედიენტები:
1) - ხორცი ყველაფრის გარდა ღორის ხორცისა:
2 ) - თევზი:
![7 დღიანი დიეტა მათთვის, ვინც ახალ
წლებზე ზედმეტი წონა დააგროვა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201501/2015011613560430087.jpg)
3 ) - კვერცხი:
4 ) - ბოსტნეული ყველანაირი, გარდა პომიდვრისა, რომელიც დიდი რაოდენობის ნახშირწყალს შეიცავს:
![7 დღიანი დიეტა მათთვის, ვინც ახალ
წლებზე ზედმეტი წონა დააგროვა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201501/2015011614061330087.jpg)
5 ) - ხილიდან მხოლოდ მანდარინი, გრეიფუტი და ფორთოხალი:
![7 დღიანი დიეტა მათთვის, ვინც ახალ
წლებზე ზედმეტი წონა დააგროვა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201501/2015011613593230087.jpg)
5) - თხილეული, ( ნიგოზი, თხილი, ნუში ) მარტო ერთი მუჭი:
![7 დღიანი დიეტა მათთვის, ვინც ახალ
წლებზე ზედმეტი წონა დააგროვა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201501/2015011614133930087.jpg)
6 ) - ყველი ნებისმიერი, მათ შორის ჰოლანდიურიც.
![7 დღიანი დიეტა მათთვის, ვინც ახალ
წლებზე ზედმეტი წონა დააგროვა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201501/2015011614322730087.jpg)
კატეგორიულად აკრძალულია მადისაღმძვრელი ალკოჰოლიანი სასმელები - ღვინო, არაყი, ლუდი. აკრძალულია გაზიანი სასმელები, ლიმონათი, არც ერთი სახეობის წვენი, თუმცა დიდი რაოდენობით სასურველია წყალი. ეს დიეტა მოითხოვს ნაკლებ მარილს და შედარებით უფრო ნაკლებ შაქარს.არ არის რეკომენდირებული ძეხვეულის მიღება.
სწრაფად ეფექტის მისაღებად სასურველია ამოვიღოთ მენიუდან ნებისმიერი სახეობის პარკოსნები, რომლებიც დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს.უნდა ამოვიღოთ მენიუდან ყველანაირი ცომეული, წიწიბურა ( რომელშიც ნახშირწყლების ზღვა რაოდენობაა ), მაკარონი, ბრინჯი, ვერმიშელი.
![7 დღიანი დიეტა მათთვის, ვინც ახალ
წლებზე ზედმეტი წონა დააგროვა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201501/2015011614420830087.jpg)
![7 დღიანი დიეტა მათთვის, ვინც ახალ
წლებზე ზედმეტი წონა დააგროვა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201501/2015011614422330087.jpg)