x
image
კატაპულტი
დაუჯერებელი ფაქტი – 5 წლის გოგონა მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა დედაა
ფეხმზიმე ლინა მედინა
დაუჯერებლად და არარეალურად ჟღერს პერუელი ლინა მედინას ისტორია.გოგონას ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში ჯანმრთელი ვაჟი შეეძინა.

1938 წელს პატარა გოგონას უცნაურად დაეწყო მუცლის ზრდა.მისმა მშობლებმა ლინა სოფლის შამანებთან (ექიმბაშებთან) წაიყვანეს.ამ უკანასკნელთა ვარაუდით, გოგონა დაავადებული უნდა ყოფილიყო მუცლის ღრუში არსებული რომელიმე ორგანოს სიმსივნით, თუმცა ლინას მშობლებმა ვერანაირი რჩევა ვერ მიიღეს.სწორედ ამიტომ მათ შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებით ექიმებმა დაუჯერებელი დიაგნოზი დასვეს, პატარა გოგონა ფეხმძიმედ იყო.

საინტერესოა, როგორ მოხდა ეს? გოგონას ჯერ კიდევ 2, 5 წლის ასაკში ჩამოყალიბებული ჰქონდა ზრდასრული ქალისათვის დამახასიათებელი ყველა ფუნქცია და სასქესო ორგანო, თუმცა რჩებოდა კითხვა, თუ ვისგან იყო ლინა ფეხმძიმედ.ექიმების ვარაუდით, გოგონა მისმა მამამ გააუპატიურა.

1938 წლის 14 მაისს ლინა მედინას საიკეისრო ოპერაციის შედეგად სრულიად ჯანმრთელი ვაჟი შეეძინა, რომელიც 2, 7 კილოგრამს იწონიდა.მას ექიმის სახელი ჯერარდო დაარქვეს.პერუელი გოგონა ამ დროს 5 წლის, 7თვისა და 17 დღისა გახლდათ.აღნიშნული მშობიარობა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა საზოგადოებისა და მედიისათვის, რომ პოლიციას საავადმყოფოს დაცვა მოუწია.


ლინა მედინამ მშობიარობის შემდეგ ჯერ სასკოლო განათლება მიიღო, ხოლო მერე საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა.მისმა შვილმა კი სიმართლე მხოლოდ ათი წლის ასაკში გაიგო, მანამდე მას ლინა საკუთარ დად მიაჩნდა.

image

ლინა მედინა 1970 წელს გათხოვდა რაულ ხურადოზე და 38 წლის ასაკში მეორე ვაჟი შეეძინა, რომელიც ამჟამად მექსიკაში ცხოვრობს.რაც შეეხება, უცნაური მშობიარობით დაბადებულ ჟერარდოს, იგი 1979 წელს 40 წლის ასაკში გარდაიცვალა ძვლის სიმსივნით.ექიმებმა ვერანაირი ურთიერთკავშირი ვერ დაადგინეს ლინა მედინას მეტად ადრეულ მშობიარობასა და ჯერარდოს გარდაცვალებას შორის.

ლინა მედინას დღემდე არ მიუცია ინტერვიუ ამ ფაქტთან დაკავშირებით.

0
127
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0