საზოგადოება თბილისის სიამაყე თუ 7 000 000$ ჰაერში. 2012, 17 მაისი, 23:28 შვეიცარიის მთებში ნაპოვნი უნიკალური მინი ცხენი, სახელად "პუნჩო", წინა კვირას შეისყიდა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ბერნის ზოოპარკისგან 7 მილიონ დოლლარად. ჩვენმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა გადაეცა "პუნჩო" თბილისის ზოოპარკისთვის. ცხენის შესყიდვა განხორციელდა ბერნის ოფიციალურ აუკციონზე. სამწუხაროდ "პუნჩო" ჩამოვა თბილისში მხოლოდ 2 ივნისს, რადგან ცხენი ვერ იტანს ატმოსფეროს წნევას და ჩამოგვივა გემით "ანტონელლა". "ანტონელლა" შევა ფოთის პორტში დაახლოებით დილის საათებში. "პუნჩოსთვის" მზადდება სპეციალური ადგილი თბილისის ზოოპარკში, რადგან შესაძლოა უნიკალური სტუმარი შვეიცარიიდან ვერ შეეგუოს საქართველოს კლიმატს. ვოლიერი იქნება აღჭურვილი უახლესი ევროპული თექნიკით, რომელიც უზრუნველყოფს შვეიცარიული კლიმატის იმიტაციას "პუნჩოსთვის". ეს იქნება უდიდესი ღონისძიება საქართველოს დედაქალაქისთვის, რადგან "პუნჩოს" მსგავსი ჯიშის ცხენი მსოფლიო მასშტაბით არსებობს სულ სამი. ერტი იმყოფება ავსტრალიის ნაციონალურ პარკში, მეორე ყავს ბილლ გეიტს და მესამეს, ჩვენს სასიხარულოდ ამ ახლო მომავალში, ჩამოიყვანენ თბილისში. პრეზენტაცია გაიმართება 2012 წლის 5 ივნისს. ზოოპარკის დირეკტორმა, გურამ ციკლაურმა, განაცხადა, რომ ამ დღეს ზოოპარკში შესვლა იქნება უფასო ნებისმიერ მსურველისთვის. პრეზენტაცის დახურავს ლექს-სენი თავისი ახალი სიმღერითა. 911 11-ს მოსწონს
|