x
image
არტურ
გმირი...მერაბ თუთისანი

imageთინა ფხაკაძე (დედა) : " მერაბი ქალაქ ხონში 1986 წლის 12 თებერვალს დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა ხონის მესამე საშუალო სკოლა. სწავლის პერიოდში რაიონის ნორჩტექნიკოსმა დირექციამ დააჯილდოვა - ხაზველთა და მხატვართა რაიონულ გამოფენაში მონაწილეობებისთვის მერაბის ხონის პირველი სამუსიკო სკოლა ჰქონდა დამთავრებული. 2002 წ. ხონის რაიონის განათლების განყოფილებად ზედიზედ სამ ჯერ დააჯილდოვა ოლემპიადის პროგრამით გათვალისწინებულ შეჯიბრებზე, კალათბურთში პირველ და მეორე ადგილებზე გასვლისთვის. ძალიან საინტერესო და აქტიური ბავშვი იყო, კარგი მეგობარი და ძმა. ასე ამბობდა, ჯერ ძმას მივხედავ და მერე ჩემს თავსო. მამუკა ახლხახანს დაოჟახდა. დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად " თუთის " გაუხარდებოდა ძმის ბედნიერება.
ქუთაისში სწავლობდა აკაკი წერეთლის სახლობის უნივერსტიტეტში, ეკონომიურ ფაკულტეტზე.ერთი წლის შემდეგ დაუსწრებელზე გადავიდა რადგან სამხედრო კონტრაკტს მოაწერა ხელი.
ჩემს შვილს დიდი გეგმები ჰქონდა... მისი დიდი სურვილი სამხედრო განათლების მიღება იყო. ასევე, ოჯახის შექმნა და ტკბილი ცხოვრება დიდ ოჯახთან ერთად მაგრამ ვერ მოესწრო... ჩვენთვის სიურპრიზების მოწყობა. თურმე მანქანა უნდა გამოეყვანა მაგრამ არ დასცალდა. ესეც მისი მეგობრებებისგან შევიტყვეთ.
შეყვარებული ჰყავდა, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მეგობრების მეჯვარე იყო და იქ გაუცვნია ის გოგო ტელეფონზე წერდა წერილებს. " ყველაფერი მალე დასრულდება და ერთად ვიქნებით ".
მისი ძალიან დიდი სურვილი იყო სამხედრო საქმეს გაჰყოლოდა. ოკოდემიის სწავლის პერიოდში სერტიფიკატები და მადლობები ჰქონდა მიღებული თურქი ოფიცრებისგან. სამხედრო აკოდემიაში სწავლის დროს თბილისში გააუქმეს აკოდემია და ამის შემდეგ მოაქერა ხელი ოთხწლიან სამსახურს. მსახურობდა ქუთაისის სამხედრო ბაზა 32-ე ბატალიონის ქვეით ბრიგადაში. 2007 წ. გააგზავნეს ერაყში სამშვიდობო მისიით. 2008 წლის აგვისტოში ბათუმში მუშაობდა ინსტრუქტორად საშინელება საქუთარ შვილზე წარსულ დროში საუბარი. მიკვირს, რატომ ვარ ცოცხალი. მერაბი ბოლოს 2008 წლის აგვისტოში იყო ჩამოსული, ერთად ცავედით თბილისში. ომი რომ დაიწყო ვერ ვახერხებდით დაკავშირებას. მეზობელი გოგო მუშაობდა ქრწანისში და ის გვატყობინებდა ხოლმე ამბებს. მერე გავიგეთ, რომ თურმე ცხინვალშე წინა ხასზე იბრძოდა. მეგობრები გვიყვებიან ახლა ვინ იცის " თუთის " მკლავებმა რამდენი დაჭრილი გამოიყვანა. 9 აგვისტოს გვაცნობეს, ვაი ამის გაგებას შვილო... 9 აგვისტოს ყველამ იცოდა მერაბ თუთისანის დაღუპვის ამბავი. 10 აგვისტოს ჩამოასვენეს ხონში. ერთი კვირის შემდეგ დავკრძალეთ... "
მერაბ თუთისანი გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. იმ ქუჩას სადაც გმირი მერაბ თუთისანი ცხოვრობდა მისი სახელი მიენიჭა. ქალაქ ხონში სპორტულ სკოლაში სადაც ოლიმპიადები ტარდება დაწესებულია მერაბ თუთისანის სახელობის ჯილდო, რომელსაც გამარჯვებულს მისი ძმა გადასცემს.

3
114
10-ს მოსწონს
ავტორი:არტურ
არტურ
114
  
5.3. აკრძალულია მასალის შეუსაბამო კატეგორიაში გამოქვეყნება.
2012, 26 მაისი, 3:33
გამარჯვება იყოს იმიერში, ყველა იმ ვაჟკაცის ვინც გმირულად დაეცა საქართველოსთვის
2012, 26 მაისი, 3:32
22 წლის ვაჟკაცი და ესეთი რამდენი შეეწირა 2008 წლის უაზრო ომს რომელი ჩაწყობილი იყოოო :@ :@ :@
0 1 3