x
image
არტურ
დავით აღმაშენებლის გამზირის გახსნა.

image "დღეს ჩვენ ვხსნით განახლებლ აღმაშენებლის გამზირს.
საქართველოს ისტორიის არც ერთ პერიოდში თბილისში, ცალკე აღებულ ხუთ წელიწადში, არასდროს განხორციელებულა ამდენი სამუშაო, ასეთი აღმაშენებლობა, რამდენიც 2005-2006 ჭლებიდან 2011 წლამდე შესრულდა.
ეს ჩვენ ყველამ ერთად გავაკეტეთ.
გიგი უგულავამ ხალხთან ერთად გაიარა ქართული პოლიტიკური ევოლუციის ყველა ეტაპი. ის იტოქალაქის დანიშნული მერი, ქალაქის საკრებულოსმიერ არჩეული მერი და საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც დამოუკიდებული საქართველო სდედაქალაქის პირველი მერი, რომელიც თბილისელებმა პირდაპირი გზით აირჩიეს. ამას უშუალო კავშირი აქვს ქალაქის განვითარებასთან. თუ ხალხი მხარს არ გიჭერს, ასეთ სილამაზეს ვერ შექმნა.
არც მე და არც გიგის არასოდეს დაგვივიწყებია, რომ თბილისელები ვართ და ვიშენებთ კავკასიის ულამაზეს დედაქალაქს. დიახ, მეგობრებო, თბილისი კავკასიის დედაქალაქია და ამას ცხადყოფს, როგორც მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ისე დღევანდელი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ფუნქცია.
მართლაც ისტორიული მომენტია თბილისისთვის.
ეს ემსახურება იმას, რომ ყველა თბილისელს, ყველა ბავშვს ჰქონდეს კარგი განათლების მიღების საშუალება; ყველა თბილისელი იყოს დაზღვეული და ჰქონდეს საშუალებია იმკურნალოს მაღალი დონის საავადმყოფოში და ამისთვის ბევრი რამ კეთდება ბოლო ჭლების განმავლობაში.
ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისში ყველგან მივედით კარგი გზით, ყველა უბანი იყოს უფრო მეტად განათლებული, ვიდრე მარიზში, ლონდონში, ნიუ იორკში...
ვინც არ უნდა ილაპარაკოს, ეს არის ყველაზე დიდი აღმაშენებლობის პერიოდი საქართველოსთვის ქვეყნის არსებობის დღიდან, ეფოქიდან, საუკუნიდან.
ასე რომ, ჩემო მეგობრებო, არ ვიცი, რით არისგამპირობებული ეს - იმით, რომ ქალაქს ჰყავს პირდაპირი არჩეული მერი თუ კლიმატი შეიცვალა უკეთესობისკენ, მაგრამ ჰაერში შენების სურნელი ტრიალებს".

0
58
8-ს მოსწონს
ავტორი:არტურ
არტურ
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0