Yahoo-ს ცნობით, ამერიკელმა მოკრივე ფლოიდ მეივეზერმა და ფილიპინელმა მენი პაკიაომ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. მოკრივეები 2 მაისს ლას-ვეგასში “MGM Grand Garden-ში” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჰონორარს 60/40-ზე მეივეზერის სასარგებლოდ გაიყოფენ. ფლოიდის სავარაუდო შემოსავალი 120 მილიონ დოლარს მიაღწევს.
მეივეზერის და პაკიაოს ორთაბრძოლაზე დასასწრები ბილეთების ფასი რეკორდულად მაღალი იქნება. ყველაზე ძვირი ბილეთი 5000 დოლარი ეღირება. აღნიშნულ მატჩზე თუ ყველა ბილეთი გაიყიდა, ორგანიზატორები 40 მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ.
ლაშა ქოიავა
www.worldsport.ge