x
image
worldsport.ge
მეივეზერი პაკიაოსთან ბრძოლისთვის 120 მილიონ დოლარს მიიღებს

imageYahoo-ს ცნობით, ამერიკელმა მოკრივე ფლოიდ მეივეზერმა და ფილიპინელმა მენი პაკიაომ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. მოკრივეები 2 მაისს ლას-ვეგასში “MGM Grand Garden-ში” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჰონორარს 60/40-ზე მეივეზერის სასარგებლოდ გაიყოფენ. ფლოიდის სავარაუდო შემოსავალი 120 მილიონ დოლარს მიაღწევს.
მეივეზერის და პაკიაოს ორთაბრძოლაზე დასასწრები ბილეთების ფასი რეკორდულად მაღალი იქნება. ყველაზე ძვირი ბილეთი 5000 დოლარი ეღირება. აღნიშნულ მატჩზე თუ ყველა ბილეთი გაიყიდა, ორგანიზატორები 40 მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ.


ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

1
277
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
277
  
2015, 15 იანვარი, 10:38
მეც მებრძოლონ არ უნდათ? 20 მილიონად დავთანხმდები :D
0 1 1