მსოფლიო სხვადასხვა საოცრებებითაა სავსე და გამონაკლისს არც სამყაროს სხვადასხვა რეგიონში საუკუნეების წინ აშენებული ციხე - სიმაგრეები წარმოადგენს.მათ შორის საინტერესოა საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროზე ნორმანდიაში აგებული "Mont Saint-Michel'.მემატიანე გვამცნობს, რომ კუნძულზე აგებული ეს უნიკალური ქმნილება, რომელიც 709 წლით თარიღდება, დღემდე არ ყოფილა დაპყრობილი. ის ზღვის დონიდან 80 მეტრ სიმაღლეზე იმყოფება და ამ ადგილზე წყალს ყველაზე დიდი სიჩქარე - საათში 6, 12 კმ/ სთ მიედინება.
მსოფლიო საოცრებებშია ტიბეტში აგებული ძონგის
Gyantze, რომელიც ზღვის დონიდან 3977მეტრზეა და რომელიც მე - 13 საუკუნეში 1268 წელს აშენდა ბუდისტი მიმდევრების მიერ.ამ ძეგლმა " კულტურული რევოლუცია" მოახდინა, რის გამოც მას ხშირად დინამეტებით ანგრევდნენ. ამჟამად კი ციხე მთლიანად აღდგენილია და შიგნით უმნიშვნელო ექპონატებია გამოფენილი.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი კრაკ შევალიეს "Krak des Chevaliers" ციხე სიმაგრე, რომელიც სირიაში 1150 - 1250 წლებში აშენდა, რომელიც თითქმის ერთი საუკუნე შენდებოდა.ჯვაროსნების ერთ - ერთი მოგზაურობის დროს როცა მეფე ედუარდ I - მა ეს ციხე - სიმაგრე დაინახა, ბრძანა, რომ ინგლისშიც იმავე სტილში აშენებულიყო უელსში მსგავსი სასახლე.გასული წლის მარტის თვეში სირიის შეიარაღებულმა ძალებმა ბომბი დაუშინეს ერთ კოშკს და ჩამოანგრიეს.
ულამაზესი და მთავარი კოშკის 46 მეტრი სიმაღლის
"Himeji Castle Hyogo" იაპონიაში, რომლის მშენებლობა XIV საუკუნეში დაიწყო და 200 წელი გრძელდებოდა.თავდაცვითი კედლების რაოდენობა მართლაც სენსაციაა, რომელთა რიცხვი 80 - ს აღემატება.
მე - 16 საუკუნის ინდოეთის - აკბარის სამხედრო იმპერატორმა მან სინგჰმა საკუთარი რეზიდენცია - სასახლის მშენებლობა დაიწყო 1592 წელს, რომელიც წითელი და თეთრი ფერის ქვიშაქვებითაა აგებული. ლეგენდის მიხედვით, ერთ - ერთ დარბაზს მხოლოდ ერთი სანთელი ანათებს. აქ უამრავი სარკეა და სასახლე იმდენად დიდია, ადვილად შეიძლება ცხენით ისეირნოს ადამიანმა - წერს წყარო.