საბუნებისმეტყველო იურული პერიოდის დინოზავრების კლდე ბოლივიაში 2015, 11 იანვარი, 16:53 ბოლივიის დედაქალაქთან ახლოს მდებარე Cal Orko-ის სალ კლდეზე მდებარე კარიერზე არგენტინელმა არქეოლოგებმა აღმოჩინეს 5 ათასზე მეტი დინოზავრის კვალი, რომელიც მინიმუმ რვა სხვადასხვა სახეობის გადაშენებულ გიგანტებს ეკუთვნოდათ.
Cal Orko-ის კლდე გადაჭიმულია თითქმის ერთ კილომეტრზე და მისი სიმაღლე 80 მეტრს აღწევს.
მეცნიერების აზრით, ეს კვალი დატოვებული იქნა დინოზავრების მიერ 68 მილიონი წლის წინათ, როცა ამ ადგილებში იყო ტბა და კვალი აისახა მისი სანაპირო ხაზის გასწვრივ. სხვადასხვა ბუნებრივი ფაქტორების მოქმედებით კვალი ჰერმეტიზებული და გაქვავებული იქნა, რამაც ის უცვლელი სახით დღემდე შემოგვინახა. ანდების მთების მასივის ფორმირების პროცესმა მოძრაობაში მოიყვანა ტექტონიკური ფილები, რის შედეგადაც ტბის სანაპირო ხაზი აღმოჩნდა ვერტიკალურ მდგომარეობაში და ასე წარმოიქმნა Cal Orko-ის კლდე. ასეთი დიდ რაოდენობის კვალის არსებობის გამო სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ადგილას მილიონობით წლების წინ დინოზავრების საცეკვაო მოედანი მდებარეობდა, -ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. კვალის ყველაზე გრძელი ჯაჭვი 347 მეტრ სიგრძეზე გრძელდება და სავარაუდოდ პატარა დინოზავრს ეკუთვნოდა. იმისათვის, რომ კედელი დაუზიანებლად შეენარჩუნებინათ, 2006 წელს Cal Orko-ში გაიხსნა დინოზავრების მუზეუმი. მუზეუმში წარმოდგენილია ოცდაოთხი დინოზავრის ზუსტი ასლი ნატურალურ ზომებში. აქ იმართება სხვადასხვა გამოფენა და მოწყობილია აგრეთვე 150 მეტრი სიმაღლის სათვალთვალო მოედანი. პარკში გამეფებული ატმოსფერო დამთვალიერებლებს საშუალებას აძლევს გადაეშვან იურულ პერიოდში, როცა დედამიწაზე ჯერ კიდევ დააბიჯებდნენ დინოზავრები. 200 9-ს მოსწონს
|