ფოტოგრაფია Google Earth - ით გადაღებული დედამიწის უჩვეულო და განსაცვიფრებელი სურათები 2015, 10 იანვარი, 14:01 Google Earth- ეს ვირტუალური გლობუსია, რომელიც გვეხმარება ვიმოგზაუროთ მთელ მსოფლიოში ჩვენი პლანეტის ვირტუალური მოდელის დახმარებით, ვნახოთ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოსურათები, რუკები, ლანდშაფტები, სამგანზომილებიანი შენობები და კიდევ უამრავი სხვა საინტერესო რამ. მოკლედ, შეიძლება ვთქვათ, რომ Google Earth-ესაა არქივი დედამიწის სხვადასხვა კუთხეების უცნაური და გასაოცარი ფოტოსურათებისა.
დღეს მინდა შემოგთავაზოთ ვირტუალური მოგზაურობა ჩვენი პლანეტის გარშემო, რათა ერთად ვნახოთ თანამგზავრიდან გადაღებული უიშვიათესი სურათები ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი თუ ბუნებისაგან წარმოქმნილი საოცარი ადგილებისა ჩვენს მშობლიურ დედამიწაზე.
1. თვითმფრინავების სასაფლაო, ტუსონი, არიზონა, აშშ 2. გასაოცარია, მაგრამ ეს ინდიელის სახე სულაც არაა ადამიანის ნამოქმედარი. ის ბუნებამ შექმნა. ეს რელიეფი მიახლოებითი ზომებით - 225 მეტრი 255-ზე, მდებარეობს კანადის პროვინცია ალბერტაში, აშშ-ის საზღვართან ახლოს 3. გიგანტური სამკუთხედი, უიტმანი, არიზონა, აშშ 4. სვასტიკის ფორმის მქონე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შენობა, კალიფორნიის შტატი, აშშ 5. ბუნების მიერ შექმნილი უცნაური ნახაზი უდაბნოში, ეგვიპტე 6. ასევე ბუნების მიერ შექმნილი საიდუმლო ნახაზი, ნევადა, აშშ 7. ჩრდილოეთ კვიპროსის დროშა, კირენია, კვიპროსი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქთა რესპუბლიკის დროშა-ეს არის ყველაზე დიდი დროშა მსოფლიოში, რომლის სიგანეც 500 მეტრს აღწევს. დროშის გვერდით თურქული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის სიტყვებია:" ბედნიერია ის, ვისაც შეუძლია საკუთარ თავს თურქი უწოდოს". 8. გულისმაგვარი ტბა, კოლუმბუსი, ოჰაიო, აშშ 9. გიტარის ფორმის ტყე, კორდოვა, არგენტინა. ტყე შედგება 7000-ზე მეტი კვიპაროსის და ევკალიპტის ხისაგან. ფერმერმა პედრო მარტინიმ ეს ტყე საყვარელი მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად გააშენა. 10. ჩაძირული ხომალდი, ბასრა, ერაყი 11. უცნაური ნახაზი გობის უდაბნოში, ჩინეთი ექსპერტების აზრით, ეს არის საიდუმლო სამხედრო ბაზა, ხოლო უცნაური სტრუქტურები, სავარაუდოდ, გამოიყენება იარაღის გამოსაცდელად, თანამგზავრი-ჯაშუშების გასაშვებად და რადარების ტესტირებისათვის. 12. კონცენტრული წრეები, ნიუკასლი, კოლორადო, აშშ 13. უცნაური სიმბოლო ნევადის უდაბნოში, აშშ 14. გულის ფორმის წარმონაქმნი, ახალი კალედონია, საფრანგეთი 15. "კოკა-კოლას" რეკლამა, არიკა, ჩილე იმის გათვალისწინებით, რომ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოგზაურობს მსოფლიოში Google Earth-ის დახმარებით, ამ რეკლამას ალბათ გარკვეული აზრი აქვს. 16. აუზი უამრავი ბეჰემოტით, კატავის ეროვნული პარკი, ტანზანია 17. ნავთობის საბადოები, რიო-ნეგრო, არგენტინა 18. "მიწის კოცნა", ფორმირებული კლდეების მიერ სუდანის უდაბნოში 19. Firefox-ს ლოგოტიპი, დეიტონი, ორეგონა, აშშ 20. მეტეორიტული კრატერი, უინსლოუ, არიზონა, აშშ კრატერი წარმოიქმნა 50 ათასი წლის წინ 50 მეტრი სიგანის მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად, რომელიც იწონიდა 300 ათას ტონას და დედამიწას დაეცა 40 ათასი მ/წმ სიჩქარით. მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად გამოწვეული აფეთქების ძალა უდრიდა 150 მილიონი ტონა ტრინიტროტოლუოლის აფეთქებას ან უფრო გასაგები რომ იყოს თქვენთვის, ეს იგივეა, რაც ხიროსიმაში ჩამოგდებული 8000 ატომური ბომბის ძალა ერთად აღებული. 242 9-ს მოსწონს
|