x
image
მანჩო 777
"ამქვეყნად ყველა სიკეთე უნდა ეკუთვნოდეს მხოლოდ მას, ვინც სიკეთეს, სიკეთეს, სიკეთეს თესავს" - ფოტოსურათებით გადმოცემული კეთილი საქმეები
ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. სიხარული, სიკეთე, ხვავი, ბარაქა, ბედნიერება და ჯანმრთელობა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს. უფალი ყოფილიყოს თქვენი მფარველი და მეგზური ცხოვრების გზაზე!

შობის დღესასწაული გამორჩეული და განსაკუთრებულია ყველა მორწმუნე ქრისტიანისათვის და სხვა რაზე შეიძლება ისაუბრო ამ დღეს, თუ არა სიკეთეზე. თანამედროვე სამყაროში, სადაც ძალადობა, სიმკაცრე და გულგრილობაა გამეფებული, ძალიან ძნელია შეინარჩუნო ადამიანის სახე და უანგაროდ დაეხმარო სხვას, სრულიად უცხო ადამიანს, როცა მას ეს ძალიან სჭირდება. დამეთანხმებით, რომ თუკი 20 თეთრით მაინც დაეხმარე უსახლკაროს, ან მოხუცს ავტობუსში ასვლა უშველე, თავს ამაყად გრძნობ და თითქოს რაღაც გიხარია. გთავაზობთ რამოდენიმე შემთხვევას გასული წლის განმავლობაში სიკეთის სხვადასხვაგვარი გამოვლინებისა. მათ რომ გაეცნობით, იქნებ რაღაც მომენტში თქვენც გაგიჩნდეთ სურვილი გააკეთოთ თუნდაც სულ პატარა კეთილი საქმე.


image



1. ფოტოზე გამოსახულია ადამიანი, რომელიც უსახლკარო ღატაკ გოგონას საკუთარ ფეხსაცმელს ჩუქნის....გოგონა ატირდა მადლიერებისაგან.



image



2. საკმაოდ ციოდა, როცა გამვლელებმა წყალში ჩავარდნილი ძაღლი შეამჩნიეს. საწყალი ძალიან ცდილობდა წყლიდან გამოცურვას, მაგრამ ამაოდ. მის გადასარჩენად ცივ წყალში ახალგაზრდა ბიჭი გადაეშვა. ის არც კი დაფიქრებულა, თითქოს ადამიანი იყო გადასარჩენი და არა ცხოველი. საბრალო ცხოველი დახრჩობას გადაურჩა. ნახეთ, რა შესაბრალისი, მადლიერი თვალებით უყურებს ის თავის მხსნელს.


image



3. მოსკოვში ჯგუფ "კორნის" კონცერტი მიმდინარეობდა. მაყურებლებს შორის ინვალიდი ბიჭი იყო, რომელის სცენას ვერ ხედავდა. მაყურებლებმა ხელში აიტაცეს ინვალიდის ეტლი და საშუალება მისცეს ავადმყოფს თავისი საყვარელი მომღერლები კარგად დაენახა.


image



4. მემფისის დასუფთავების კომპანიის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ბავშვთა ჰოსპიტალის Le Bonheur-ის პაციენტებისათვის სიურპრიზი მოეწყოთ. მინის მწმენდავები სპაიდერმენის, ბეტმენის და სხვა გმირების კოსტიუმებში გამოეწყვნენ და ფანჯრებიდან ხელს უქნევდნენ საყვარელი გმირების ხილვით აღფრთოვანებულ ბავშვებს. პატარა ავადმყოფებმა წუთით დაივიწყეს ტკივილი. ასე გაუხალისეს მათ ერთი დღე უბრალო მინის მწმენდავებმა.


image



5. ნიუ-იორკელი პოლიციელი ლარი დეპრიმო მორიგე იყო, როცა ფეხშიშველი უსახლკარო ხანდაზმული მამაკაცი შეამჩნია. ლარი მას დაელაპარაკა, შეიტყო, რა ზომის ფეხი ჰქონდა, შევიდა უახლოეს ფეხსაცმლის მაღაზიაში და იქედან თბილი წინდებითა და ფეხსაცმლით დაბრუნდა, მივიდა მოხუცთან და წინ დაუწყო ეს ყველაფერი. ფოტო შემთხევითმა გამვლელმა გადაიღო, რომელიც ამ ფაქტს უთვალთვალებდა. პოლიციელმა, შეასრულა რა კეთილი საქმე, განაგრძო მორიგეობა ისე, რომ ფოტოს არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. შემდგომში ამ ფოტომ დიდი პოპულარობა მოიპოვა და უამრავი ნახვა დააგროვა.


image



6. ორმა ნორვეგიელმა ჭაბუკმა წყალში ჩავარდნილი პატარა თიკანი გადაარჩინა, რისთვისაც საკმაოდ ცივ წყალში მოუხდათ გატოპვა.


image

7. ეს სპორტსმენი ქალი თავის ღირსეულ მოწინააღმდეგეს, რომელმაც ფეხი ზედ ფინიშის ხაზთან იღრძო, ეხმარება ფინიშის გადაკვეთაში.


image



8.ჰელსინკის ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში წარწერა:" ნაპოვნია 20 ევრო პირველ და მეორე სართულებს შორის. 11.09. 18.30 საათი".


image

9. გულისხმიერი ადამიანები ზრუნავენ კატის კნუტებზე.


image



10. წარწერა ასე ითარგმნება:"ფანჯარა ღია დაგრჩა, ამიტომ მე ცელოფანი ჩამოვაფარე, რომ სალონი მშრალი დარჩენილიყო. სასიამოვნო დღეს გისურვებ. შენი კეთილმოსურნე მეზობელი".


image



11. გლენ ჯეიმსმა, ბოსტონელმა უსახლკარომ, ქუჩაში ჩანთა იპოვა, რომელშიც საკმაოდ მოზრდილი თანხა იდო. გლენმა ნაპოვნი პოლიციაში მიიტანა და ჩანთა პატრონს დაუბრუნდა. ის იმდენად აღაფრთოვანა უსახლკაროს საქციელმა, რომ მის დასახმარებლად შექმნა სპეციალური ფონდი. ამჟამად ამ ფონდში ორჯერ მეტი თანხა დაგროვდა, ვიდრე ნაპოვნ ჩანთაში იყო. გლენი ამბობს, რომ როგორადაც არ უნდა უჭირდეს, ნაპოვნიდან ერთ ცენტსაც კი არ აიღებდა.


image



12. ბევრი გოგონა ოცნებობს პატარა შავ კაბაზე, აი ჩენდლერ ლეისფილდი კი ყოველთვის ოცნებობდა დიდ წითელ ავტომობილზე. დადგა ნანატრი წუთიც და მშობლებმა მას დაბადების დღეზე ნანატრი ავტომობილი აჩუქეს. და იცით, რა გააკეთა მან? - გაყიდა ჯიპი და აღებული ფულით ორი პატარა ავტო იყიდა: ერთი თავისთვის და მეორე თავისი მეგობრისათვის, რომელიც ღარიბი ოჯახიდან იყო.


image



13. კანადის მეტროში ტურნიკეტი გაფუჭდა, მომსახურე პერსონალიდანაც იქ არავინ აღმოჩნდა. აი რა დატოვეს მგზავრებმა შესვლის დროს ტურნიკეტზე.


image



14. ეს ჯარისკაცი მრავალსაათიან მორიგეობაზე იმყოფებოდა, როცა მას ავღანელმა ფინჯანი ჩაი მიუტანა, რათა საშინელი წყურვილისაგან ეხსნა.


image



15. სერბეთის ერთ-ერთი გიმნაზიის გამოსაშვები კლასის მოსწავლეებმა უარი თქვეს ძვირადღირებულ საბანკეტო კაბებზე და კოსტიუმებზე და ტანსაცმლისათვის განკუთვნილი ფული ღარიბ ოჯახებს გადასცეს, რომლებსაც ავადმყოფი ბავშვები ჰყავდათ.


image



16. ამ მამაკაცმა მანილის წყალდიდობის დროს პატარა ძაღლის ლეკვები გადაარჩინა დახრჩობას.


image

17. კომპანია Subway-იმ გადაწყვიტა ღარიბებისთვის უფასო სადილი შეეთავაზებინა.


image



18. Scorpions-ის სოლისტმა კლაუს მაინემ ავადმყოფ მამაკაცს, რომელსაც იმის გამო, რომ საწოლს იყო მიჯაჭვული და კონცერტზე წასვლა არ შეეძლო, ტელეფონით დაურეკა და მისი საყვარელი სიმღერა უმღერა.


image



19. მაგადანში მცხოვრებმა მოხუცმა ქალმა 300 წყვილი წინდა მოქსოვა ხაბაროვსკის წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად.


image



20. 51 წლის სერბს რენატო გრიბიჩს რესტორანი აქვს დუნაის პირას. მან 15 წლის განმავლობაში 25 კაცი გადაარჩინა მდინარეში დახრჩობას. ესენი ძირითადად სუიციდისაკენ მიდრეკილი ადამიანები იყვნენ.


image



21. ველოსიპედისტებმა კოალა წყურვილისაგან იხსნეს.


image



22. მამაკაცმა საფრთხეში ჩაიგდო თავი კენგურუს გადასარჩენად.


image



23. "ურთიერთდახმარება" - ასე შეიძლება დავასათაუროთ ეს ფოტო.


image



24. კანადაში დოგმა პატარა წიწილები იშვილა.


image



25. დაივერებმა დელფინი გადაარჩინეს: ორი დაივერი ჰავაის ნაპირებთან წყალში ჩაეშვა. უცებ მათ ახლოს დელფინი გამოჩნდა, ის მათ გარშემო ტრიალებდა, თითქოს ანიშნებდა რაღაცას. დაივერები ახლოს მივიდნენ და შეამჩნიეს, რომ დელფინს მეთევზეების მიერ დაგებული ანკესი ჰქონდა წამოგებული ფარფლებზე და ცურვას უშლიდა. დაივერებმა დელფინი გაათავისუფლეს ანკესისაგან, ჭკვიანი ცხოველი ამ ხნის განმავლობაში არც კი განძრეულა, რომ ხელი არ შეეშალა მათთვის.


imageimage

10
250
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
250
  
2015, 8 მარტი, 17:04
სიამოვნებით, თაკო..იქნებ იქ მაინც ნახონ ადამიანებმა :)
2015, 8 მარტი, 17:03
მოგპარავ და fb-ზე გავაზიარებ :*
2015, 7 იანვარი, 13:48
სიკეთე არასოდეს არ იკარგება ინ..ადრე თუ გვიან წინ დაგვხვდება :)
2015, 7 იანვარი, 13:48
გენაცვალე :*
2015, 7 იანვარი, 13:42
თვალზე ცრემლი მომადგა
2015, 7 იანვარი, 13:41
როგორც ყოველთვის საუკეთესო ხარ მანჩო :*** განსაკუთრებით კი მალადეც იმ ბავშვებს ^–^
2015, 7 იანვარი, 13:32
:) მადლობა
2015, 7 იანვარი, 13:31
კარგი იყო..
2015, 7 იანვარი, 13:09
მადლობა:)
2015, 7 იანვარი, 13:08
კარგად გიშრომია
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10