კულტურა მომავლის არქიტექტურა 2015, 6 იანვარი, 17:06 ![]() უცნაურად ჟღერს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მომავლის არქიტექტურას წარსულში, თითქმის საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი, როდესაც 1912 წელს იტალიელმა ფუტურისტმა არქიტექტორმა - ანტონიო სან ელიამ შექმნა პროექტი, რომელსაც "ახალი ქალაქი" უწოდა. ![]() მის ესკიზებზე ასახულია უზარმაზარი მრავალსართულიანი შენობები, რომლებიც ერთმანეთთან გადასასვლელებით, ხიდებითა და გალერეებითაა დაკავშირებული. აქვეა ფანტასტიკური სატრანსპორტო მაგისტრალები, ფუტურისტული ქარხნები და ელექტროსადგურებიც. სამწუხაროდ ნიჭიერმა ახალგაზრდა არქიტექტორმა ვერ შეძლო საკუთარი პროექტის განხორციელება - იგი პირველ მსოფლიო ომში გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, ანტონიო სანტ ელიას შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია მსოფლიოს არქიტექტორებზე და ისტორიაში შევიდა, როგორც არქიტექტურის მომავალი განვითარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ხელოვანი. არქიტექტურის ისტორიაში განსაკუთრებით მკვეთრი გარდატეხა მოხდა მას მერე, რას ამერიკელმა არქიტექტორმა ფრენკ გერიმ 1997 წელს პირველმა გამოიყენა კომპიუტერული ტექნოლოგიები გუგენჰაიმის მუზეუმის ბილბაოს ფილიალის შენობაში. ![]() უკვე სავსებით ორგანულ, (ბიომორფულ) ფორმებს ვხედავთ ცნობილი ინგლისელი არქიტექტორის, ნორმან ფოსტერის, ლონდონის ქალაქის საბჭოს შენობაში. ![]() ასეთი უჩვეულო ფორმების შექმნა მხოლოდ კომპიუტერული პროექტირებისა და უახლესი მასალების გამოყენებით გახდა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ კვერცხისებრი ფორმა მინიმუმამდე ამცირებს ენერგიის დანახარჯებს, სამხრეთისაკენ გადახრა კი მზის სინათლისა და ენერგიის მაქსიმალურ გამოყენებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, შენობაში დამონტაჟებულია უამრავი აპარატურა, რომელიც აფიქსირებს კლიმატური პირობების ცვლილებას და რთავს რეაგირების სისტემას. საერთოდ, თანამედროვე არქიტექტურაში დიდი ყურადღება ექცევა ეკოლოგიასა და რესურსების ეკონომიის საკითხებს. მაგ. "ბურჯ ალ არაბის" შენობაში ცენტრალური ნაწილი მთლიანად დაფარულია ნახევრადგამჭირვალე საგანგებო ქსოვილით. ![]() კიდევ უფრო შთამბეჭდავი ინოვაციური იდეა წამოაყენა იტალიელმა არქიტექტორმა დევიდ ფიშერმა - მან დააპროექტა "დინამიკური ცათამბჯენი", რომლის ყოველი სართული დამოუკიდებლად ბრუნავს ცენტრალური ღერძის გარშემო. გარდა ამისა, ყოველი მოძრავი სართულის სახურავზე მოთავსებულია მზის ელემენტები, სართულებს შორის კი - ქარის ტურბინები, რომელთა მიერ გამომუშავებული ენერგია საკმარისია არა მარტო შენობის მოძრაობისათვის, არამედ მისი მთლიანად ენერგიით უზრუნველსაყოფად. ![]() 189 1-ს მოსწონს
|