მგონი კარგი იქნება ერთი თემა მივუღძვნათ საიტს, სადაც
ამდენი ხალხი მოღვაწეობს, მოგვეყარა თავი ჩვენი იდეებისთვის, აზრებისთვის, და შენიშვნებისთვი
რომლებიც ცალკე გაფანტულ სტატიებში თუ კომენტარებში ფიგურირებს.
რა თქმა უნდა
ადმისნტრაციასთან კავშირი არსებობს, მაგრამ ცალცალკე მაილების გზავნას მგონი ჯობია
ერთობლივად ვწეროთ ერთ ადგილას, თანაც ჩემი
მოკრძალებული აზრით კამათში უფრო წამოვა იდეები.
შეიძლება ეს თემა მაინც არ უნდა გამეხსნა და ეს საიტის
ადმინისტრაციის მოვალებაა თუ უფლება, მაგრამ მგონი ცუდი არ იქნება ავტორებს ღიად დაგვეფიქსირებინა
აზრები იმის თაობაზე თუ რას შევცვლიდით, დავამატებდით, ან მოვაკლებდით საიტს.
ეს სტატია პირველ რიგში იმიტომ დავწერო რომ, სხვადასხვა
დროს სხვადასხვა მომხმარებლებმა არაერთი ‘’საპროტესტო ‘’ სტატია დაწერეს, მათ შორის
მეც. და მგონი ცალცალკე სტატიების წერას ჯობს ერთ ‘’თემაში’’ ჩამოვყალიბდეთ რა არ მოგვწონს,
რა გვინდა, რა არ გვინდა და ასე შემდეგ.
რა თქმა უნდა ზრდილობის ფარგლებში, და კონკრეტული გზები
რომლებიც ჩვენ სწორად მიგვაჩნია.
აქვე გეტყვით ჩემს აზრსაც.
1) ძალიან მომეწონა ფორუმის გაკეთების იდეა, რომ ‘’საჭირბოროტო’’თემებზე სტატიების კომენტარებში არ გვიწევდეს კამათი
2) მედიატორობის სისტემა თუ დაიხვეწებოდა ნამდვილად არ
იქნება ცუდი. ცოტა არ იყოს უსამართლობის გრძნობა გრჩებაროცა შენ 12 გვერდძე გადაჭიმულ
სტატიებს 4 ვარსკვლავი აქვს და 3 გვერდძე დაწერილებს მედიატორის სტატუსი აქვთ აკრული.
სხვა დანარჩენი შემთხვევისთვის: დავარქვათ სახელი (დაუშვათ: შენიშვნა) და იქ იყოს ჩამონათვალი ამა თუ იმ შეცდომის შესახებ, რომლითაც ადმინისტრაცია აცნობებს რომ მასალა შეასწოროს, წინააღმდეგ შემთვხევაში რაღაც დროის (მაგ: 24 საათის) შემდეგ მასალა წაიშალოს საიტიდან. შეცდომის გათვალისწინების შემდეგ მომხმარებელს არ დააკლდეს ქულა, არ გათვალისწინების შემთხვევაში მასალაც წაიშალოს და ქულაც დააკლდეს. ხოლო თუ მომხმარებელი თვლის რომ არ არის სწორი <<შენიშვნა>> გაასაჩივროს და ადმინისტრაციამ გადაწყვიტოს ასეა თუ არა, როგორც ახლა არის.>>>>
საკმაოდ ბევრი კარგი და დასაფასებელ იდეა დაიწერა კომენტარებში გაბნეულად, კარგი იქნება თუკი იქნება ერთი თემა რომელიც ამ ყველაფერს თავს მოუყრის
თუ წაიშლება და ადმისნტრაცია იგივე შინაარსისას გახსნის, არაფერი მაქ საწინააღმდეგო :)