სხვა გადაშენების პირას მყოფი მახინჯი ცხოველები ( + ვიდეო ) 2015, 4 იანვარი, 18:37 გადაშენების პირას მყოფი მახინჯი ცხოველები, რომლებიც ბოლო ათეული წელია აღარ მრავლდებიან და ახლა უკვე გადაშენების პირას იმყოფებიან, ამჟამად პლანეტის მოულოდნელი ვარსკვლავები გახდნენ, რამდენადაც, მათ შესახებ ახალი წიგნი იწერება და ეს ამაზრზენი არსებები ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში არიან მოქცეულნი - წერს წყარო. ცნობილი ტელეწამყვანი და პროფესიით ფიზიკოსი ბრაიან კოქსი აცხადებს: - " მე მზად ვარ ათეულობით დარჩენილ მახინჯ ცხოველს და მათზე წარმოებულ კამპანიას მხარი დავუჭირო, რამდენადაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზადყოფნაში არიან ყველა მახინჯ ცხოველს დაეხმარნონ, რადგანაც ისინი უფრო ღირსეულები და კეთილები არიან, ვიდრე ჯანმრთელი ცხოველები".ცხოველთა დაცვის საზოგადოების პრეზიდენტი სიმონ ვოლტი გაკვირვებას ვერ მალავს და აცხადებს: - " მე გაოცებული ვარ საზოგადოების უზარმაზარი არმიის რეაქციით, რომლებიც დაუფიქრებლად მზად არიან დაეხმარნონ მახინჯ ცხოველებს".მისსავე მიმართვაში ვკითხულობთ: - " ჩვენ ვერ ვიქნებით ყველანი პანდები".საინტერესო ისტორია აქვს ამერიკულ ველურ ყველაზე დიდ ჩიტს სახელად " California Condor", რომელიც 1980 - იან წლებში სრული გადაშენების პირას იყო, მაგრამ თითქმის 20 წლის ველური ფრინველის გამრავლება მოხდა და 2002 წელს კვლავ გაჩნდა ორი პატარა Condor, რომელიც ამერიკის ყველაზე დიდ ფრინველად ითვლება და რომლის სიგრძე სამ მეტრს აღწევს. გამაოგნებელი სიმახინჯით ხასიათდება დიდცხვირა მაიმუნის ჯიში, რომელიც აგერ უკვე თითქმის ბოლო 40 წელია, აღარ გამრავლებულა და ისიც გადაშენების პირასაა.კიდევ უფრო სასტიკი სანახავია აზიური " ტაპირი", რომელიც ერთად ერთია დარჩენილი. აქ მრავლად ნახავთ გადაგვარებულ, დეგრადირებულ და ანომალიურ ცხოველებს, რომლებიც მართალია ზოგ შემთხვევაში სასტიკი სანახავია, მაგრამ თითოეულ მათგანს რაღაც განსაკუთრებული ხიბლი და მიმზიდველობა აქვს შემორჩენილი - ალბათ იმიტომ, რომ ისინი დედამიწაზე ერთადერთნი არიან - წერს" DAILYMAILI". 878 8-ს მოსწონს
|