Если нынче хорошо, то что такое плохо - ეფრემოვმა მაიაკოვსკის ლექსის სატირული ვარიაციით პუტინის პოლიტიკას დასცინა (+ვიდეო)
2015, 2 იანვარი, 16:42
პოპულარულმა რუსმა მსახიობმა, მიხაილ ეფრემოვმა, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე სატირული ლექსების დეკლარირებით არის დაკავებული, ამჯერად ვლადიმირ მაიაკოვსკის ლექსზე ("Что такое хорошо и что такое плохо?") შექმნილი სატირული ვარიაციით დასცინა კრემლის მესვეურთა მოქმედებებს, კერძოდ კი ყირიმის ანექსიას, უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკას, დასავლეთის სანქციებს და ყოველივე ამის მიმართ რუსეთს საპასუხო ქმედებას - დასავლეთიდან იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით.
"Мальчик по дорожке шел, прогуляться просто, и нечаянно нашел Крымский полуостров, он его к своей стране присоединяет, объясните дети мне, как он поступает? Мы гордимся малышом, те, кто против - гады, брать чужое - хорошо, если очень надо...".