სისხლის სამართალი პორნომსახიობს კანიბალიზმისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 2014, 28 დეკემბერი, 14:49 კანადელ გეი-პორნომსახიობს ლუკა მანიოტას (Luka Rocco Magnotta)სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 2012 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის.ადვოკატები მოითხოვდნენ დამნაშავის გამართლებას იმ მოტივით, რომ იგი ფსიქიკურად არაა ჯანმრთელი, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა იგი დამნაშავედ სცნეს.
2012 წლის 25 მაისს ლუკამ "ჭიქა ყავაზე" დაპატიჟა ჩინელი 33 წლის იუნ ლინი, (Justin Lin)სტუდენტი გაცვლითი პროგრამიდან.ლუკამ ჯერ ვიდეოკამერა ჩართო და შემდეგ მამაკაცი საწოლზე მიაბა, შემდეგ სახრახნისით მკერდში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მოკლა. ამის შემდეგ გვამი დაანაწევრა...შემდგომში რაც მოიმოქმედა იმდენად შემზარავია, რომ ვერ აგიღწერთ.... ლუკამ გადაღებული 10 წუთიანი ვიდეოფირი დაამონტაჟა, ზედ დაადო საუნდტრეკი ფილმიდან "ამერიკელი ფსიქოპატი" და დადო საიტ bestgore.com-ზე.ხოლო 29 მაისს კანადის კონსერვატიულ პარტიის შტაბ-ბინაში გააგზავნა ამანათი სხეულის ნაწილებით, თან იყო დართული წერილი, რომელშიც ეწერა, რომ მოკლული სხეულის ნაწილები 6 სხვადასხვა მისამართზე დააგზავნა და იგი გაჩერებას არ აპირებდა. 5 ივნისს ერთ-ერთ სკოლაში მივიდა ამანათი რომელსაც გვამის სუნი ასდიოდა. მანიოტა 4 ივნისს დააკავეს ბერლინში, როდესაც გაზეთში თავის თავზე სტატიას კითხულობდა. 42 5-ს მოსწონს 1-ს არა
|