x
თამარ მეფის "კულტი"
თამარის ძლევამოსილი ომებისა და გონივრული სახელმწიფო მმართველობის შედეგად,

საქართველომ, კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით, თავისი ძლიერების

მწვერვალს მიაღწია. თამარ მეფე კი უკვე სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად და ქართველი

ხალხის მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.



ქართველი ხალხი უამრავ ძველ ნაგებობას უკავშირებს თამარის სახელს -ციხე-სიმაგრეებს, კოშკებს, ეკლესიებს, მონასტრებს, ამასთან კი ეს ნაგებობები უმეტეს

შემთხვევაში არც თამარის მიერ იყო აგებული და არც მისი მეფობის ხანაში.


თანამედროვენი, როგორც პოეტები, ისე ისტორიკოსები, ხოტბას ასხამდნენ თამარს.

"ქართლის ცხოვრებაში" ხაზგასმულია, რომ თამარის მმართველობისას მისი ბრძანებით

არავინ დაუსჯიათ სიკვდილით.


თამარ მეფის შესახებ ლეგენდები მთელს კავკასიაში არსებობდა. თამარის სახელით ისეთ შორეულ ქვეყნებშიც კი იყო ცნობილი, როგორიცაა ნორვეგია და ისლანდია.


XIII საუკუნის სკანდინავიურ ლიტერატურაში, საგაში ინგვარის შესახებ, აღნიშნულია,

რომ ამ უკანასკნელმა ბევრი იმოგზაურა და მოხვდა აზიაში ქრისტიან მეფე ქალთან,

რომელიც კავკასიის მთების კალთებზე არსებულ უძლიერეს ქრისტიანულ სახელმწიფოს,

საქართველოს ედგა სათავეში და მისი სახელი იყო თამარი. მას ემსახურებოდა 3 ათასი

"ვარაეგერი" (ვიკინგი).


თამარის სიკვდილიდან 350 წლის შემდეგ, რუსეთის მეფე ივანე IV მრისხანე მას

მაგალითად უყენებს საკუთარ მეომრებს და მის შესახებ ამბობს: "იბერიის ბრძენი მეფე,

გონიერებითა და მამაკაცური სიმამაცით დაჯილდოვებული".


თამარის ხანის მუსლიმი პოეტი ნიზამი თამარის შესახებ წერდა: მან თითისტარი შუბად

აქცია, ჩვენ კი შუბი ვაქციეთ თითისტრად".


0
100
შეფასება არ არის
ავტორი:რობაქიძე თამარი
რობაქიძე თამარი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0