x
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები: საერთო და განმასხვავებელი ნიშნები.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს ვხვდებით ( საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი)

სამივე სახელმწიფო გახლდათ ჯერ რუსეთის იმპერიის და შემდეგ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი ერთეულები. აღსანიშნალია, რომ სამივე მათგანს გააჩნია კონფლიქტები ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელის ძირითადი საფუძველი ეთნიკურობაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ კონფლიქტი აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბაღში ერთგვარი რუსეთის "საჩუქარია", რომელსაც საფუძველი სწორედ მან ჩაუყარა და რომლის შედეგებსაც ვიმკით დღეს.


საინტერესო იქნება ამ კონფლიქტების საერთო და განმასხვავებელი ნიშნების განხილვა.

1. სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების გაჩაღებასა და შემდგომ ესკალაციაში ( განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებს) "ლომის წილი" ეკუთვნის ოფიციალური მოსკოვის პოლიტიკას. რუსეთი აღნიშნული კონფლიქტების მეშვეობით ცდილობდა და ახლაც ცდილობს გავლენის შენარჩუნებას სამხრეთ კავკასიაში.


2. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასიის სამივე კონფლიქტის უმთავრესი საერთო მახასიათებელი მდგომარეობს იმაში, რომ თითოეული მათგანი უკავშირდება ერთის მხრივ სუვერენულ სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ურღვეობის პრინციპებს, მეორე მხრივ - ერთა თვითგამორკვევის პრინციპის არასწორ ინტერპრეტაციას. სამივე კონფლიქტს გააჩნია სეპარატიზმის ნიშნები.

3. ყარაბაღელი სომხების, ოსების და აფხაზების სეპარატიზმი ეფუძნება თეზისს, თითქოსდა ისტორიულ წარსულში მთიანი ყარაბაღი არასდროს ეკუთვნოდა აზერბაიჯანს, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კი - საქართველოს. სეპარატისტები არ უარყოფენ, რომ ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში (განსაკუთრებით ეს ეხება საბჭოთა პერიოდს) მთიანი ყარაბაღი შედიოდა აზერბაიჯანის, ხოლო სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი - საქართველოს შემადგენლობაში. თუმცა მათივე მტკიცებით ყოველივე ეს ატარებდა ძალადობრივ და არა ნებაყოფლობით ხასიათს.

4.აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონები წარმოადგენენ თვითგამორკვეულ რესპუბლიკებს. ისინი არ არიან აღიარებულნი საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. (გამონაკლისია რუსეთის ფედერაცია და რამდენიმე მარგინალური ქვეყანა, რომელთაც ცნეს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა)

5. სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები განეკუთვნებიან შეიარაღებული კონფლიქტების რიცხვს. მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულმა რეგიონებმა იარაღის გამოყენებით შეძლეს თავიანთი დე-ფაქტო მდგომარეობის მოპოვება.

6. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც აერთიანებს სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებს ის არის, რომ, სამწუხაროდ ვერც ერთი მათგანის გადაწყვეტა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ფაქტია, რომ ამ "გაყინული" კონფლიქტების დარეგულირებასთან დაკავშირებული ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებები სასურველ შედეგს ვერ იძლევა, ხოლო სამშვიდობო პროცესი კი ფაქტობრივად ჩიხშია შესული (სამივე კონფლიქტის შემთხვევაში)

0
378
1-ს მოსწონს
ავტორი:რობაქიძე თამარი
რობაქიძე თამარი
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0