x
ვლაქერნობა - დედა ღვთისმშობლის სამოსლის დადების დღესასწაული

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელიდღეს, 15 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს დედა ღვთისას სამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს. ისტორიული წყაროები და ზეპირი გადმოცემები სხვადასხვაგვარად გადმოგვცემენ ამ სიწმიდეების საქართველოში დავანების ისტორიას. გადმოცემის მიხედვით, მარიამ ღვთისმშობელმა მფარველობის ნიშნად, თავისი სამოსელი ბერძნულ ეკლესიას დაუტოვა. ბიზანტიაში ლეონ დიდის ზეობისას, იმპერატორის ძმები ცნობილი სენატორები - გალვიოსი და კანდიდი გაემგზავრენ პალესტინაში წმიდა ადგილების მოსალოცად. ნაზარეთის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ პატარა სოფელში მოხუც ქალთან დარჩნენ ღამის გასათევად.სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა მათ გაუმხილა, რომ იცავდა უძვირფასეს სიწმიდეს - ღვთისმშობლის სამოსელს. დედა ღვთისას მიძინების წინ თავისი სამოსელი უანდერძებია ორი ქვრივისთვის. ერთ-ერთმა მათგანმა წესად დაადგინა სამოსლის ყოველ მფლობელს სიკვდილის მოახლოებისას კეთილმსახური ქალწულისთვის გადაებარებინა. ასე მოუღწევია იმ ქალამდე… ძმებმა ძვირფასი კიდობანი წმ. სამოსლით კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს და მოციულთა - პეტრესა და მარკოზის სახელობის ტაძარში დააბრძანეს. (474) 469 წლის 2 ივლისს გენადი კონსტანტინეპოლელს გადაუბრძანებია ვლაქერნაში, ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად აგებულ ეკლესიაში.

არსებობს ვარაუდი, კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ ვლაქერნის ტაძრის სიწმიდეები იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერში მოხვედრილა. ლევან II დადიანს განუახლებია მონასტერი, მაგრამ მერე დაქსაქსული, ღონეგამოცლილი საქართველო ვეღარ ეპატრონა ჯვრის მონასტერს. ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, სწორედ ამ დროს იქნა ჩამობრძანებული სიწმიდეები საქართველოში. გროგოლმა ხატის შენახვა მიანდო სიმამრს, საქართველოს უკანასკნელ მეფეს_ გიორგი XII-ს, მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა ძემ დავით ბატონიშვილმა რუსეთში წააბრძანა. ხატის დასაბრუნებლად მთავრის ქვრივმა ნინომ იმპერატორს მიართვა, რათა შემდგომ ეთხოვა ხატის სამეგრელოში დაბრუნება. “ ქართლის ცხოვრების’’ ცნობით კი, გიორგი გურიელს მე_17 საუკუნეში ხატი გაუძარცვავს და მიუსაკუთრებია. 1805 წელს მთავრინა ნინოს სურვილით საგანგებო დეპუტაციას ხატი წაუბრძანებია პეტერბურგში, რათა მიერთმიათ ალექსანდრე I_სთვის. მან ხატი ძვირფასად შეამკო და დაუბრუნა საქართველოს.უბრძანებია აეშენებინათ ეკლესია ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, დაეარსებინათ ქალაქი, რომელსაც განსვენებული გრიგოლ დადიანის საპატივცემულოდ გრიგოლიოპოლი ეწოდებოდა.ტაძრის აშენება ლევან V დადიანს დაუწყია. ღვთისმშობლის ხატი მარტვილის მონასტრიდან გადმოუბრძანებიათ . საყურადღებოა ერთი გარემოება, მართალია ალექსანდრე I-ის ბრძანებით ტაძარი ღვთისმშობლის ხატის სახლეზე აუგიათ, მაგრამ როგორც ჩანს, შემდგომ დედა ღვთისას სარტყლის დადების დღესასწაულის სახელზე უკურთხებიათ. ამაზე მეტყველებს კანკელის ხატი, რომელზეც გამოსახულია დედოფალ პულხერიას მიერ სარტყლის დადების სცენა. ხატი შესრულებულია დავით და ეკატერინე დადიანების შეკვეთით. XX საუკუნის საშინელ მოვლენებს ვერც დადიანების ეკლესია გაექცა.ღვთისგმობელი მთავრობის ბრძანებით წირვა_ლოცვა აკრძალულ და დაკეტილ ეკლესიაში ხან მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იყო, ხან_ სამხატვრო სახელოსნო, ხან_ თოჯინების თეატრი. მხოლოდ 1990 წელს ილია II_ის კურთხევით განახლდა ღვთისმსახურება

ამჟამად ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი_ ზუგდიდში, ისტორიულ მუზეუმში

0
189
1-ს მოსწონს
ავტორი:რობაქიძე თამარი
რობაქიძე თამარი
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0