x
მეტი
  • 07.06.2025
  • სტატია:142720
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515075
სინგაპური - "აზიური ვეფხვი"

image
„აზიური ვეფხვები“ - ამ სახელწოდებას ხშირად იყენებენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ოთხი სახელმწიფოს: სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ჰონგ-კონგის და ტაივანის მაღალ-განვითარებული ეკონომიკის აღსანიშნად.ეს სახელმწიფოები გამორჩეულნი არიან განსაკუთრებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით (წელიწადში 7%-ზე მეტი) და სწრაფი ინდუსტრიალი- ზაციით 1960 - 1990 წლებში.
XXI საუკუნეში მათ უკვე შექმნეს განვითარებული და მაღალი შემოსავლების მქონე ეკონომიკა, რომლებიც სპეციალიზდებიან სხვადასხვა კონკურენტულ სფეროში. მაგალითად; ჰონგ-კონგი და სინგაპური გახდნენ მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო ცენტრები, ხოლო სამხრეთ კორეა და ტაივანი დაწინაურდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმოებაში. მათი ეკონომიკური წარმატება გახდა მრავალი განვითარებადი ქვეყნების მისაბაძი მოდელი. მათი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი იყო ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერდა ექსპორტს განვითარებულ ქვეყნებში.
განვიხილავ სინგაპურის ეკონომიკური განვითარების მაგალითს.
სინგაპური არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მაღალ-განვითარებული საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული ქვეყანა.ის მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოში კორუმპირებულობის დაბალი დონითა და ბიზნესის კეთების მაღალი შესაძლებლობით, რადგან აქვს დაბალი პროცენტი გადასახადებზე (14.2%).სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც არიან Temasek Holdings ფონდის წევრები, დიდ როლს თამაშობენ სინგაპურის ეკონომიკის განვითარებაში. მაგ; Singapore Airlines, SingTel, ST Engineering and MediaCorp. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე სინგაპურის ეკონომიკა ძირითადად აგებულია უცხოური ინვესტიციების საფუძველზე, რისი მიზეზიცაა მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი და სტაბილური პოლიტიკური გარემო.

სინგაპურის ეკონომიკურ წარმატებას მნიშვნელოვანი ისტორიული ცვლილებები უძღოდა წინ .1954 წელს ლი კუან იუს მიერ დაარსებულ სახალხო მოძრაობის პარტიას არჩევნებში გამარჯვება ხვდა წილად. მრავალი მკვლევარი თანამედროვე სინგაპურს თავიდან ბოლომდე ლი კუან იუს ქმნილებად მიიჩნევს, რადგან ის სინგაპურის პრემიერ მინისტრი იყო 31 წელი. მისი პოლიტიკა განსაკუთრებულად აქეზებდა ქვეყანაში განათლებისა და დისციპლინის, მუშაობის ეთიკის კულტურის დამყარებას. მისი პრემიერ მინისტრობის დროს ქვეყნის ყველაზე მტკივნეულ საკითხს ეკონომიკური პრობლემები წარმოადგენდა. ლის თავისმა მრჩეველმა, ალფრედ ვინსემიუსმა მოუწოდა ეკონომიკური კურსის შეცვლისკენ. 1966 წლიდან სინგაპურმა აირჩია მკაფიოდ გამოხატული, თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული კურსი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ტრანსნაციონალური კომპანიების მეშვეობით უცხოური ინვესტიციების მოზიდვისაკენ იყო მიმართული. საგადასახადო შეღავათებით, ხელი შეწყო უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.საკუთრების უფლებათა დაცვა და საერთოდ, კანონის უზენაესობა ქვეყანაში ერთ-ერთი უმთავრესი და მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა ყოფილიყო. მულტინაციონალური კორპორაციების ზრდა სინგაპურში უნდა გამხდარიყო ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გარანტი. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მენეჯერულ-ადმინისტრაციული გამოცდილების შეძენა გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი უნდა ყოფილიყო ეკონომკური პროგრესისთვის. მიმდინარეობდა სასამართლოს ძირეული რეფორმა. 2000წლის ბოლოსთვის სინგაპურში დაგროვილი უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 114 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. სინგაპურმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა ცენტრალურ ბანკზე და მის ნაცვლად სავალუტო საბჭო შეექმნა. 2004 წლიდან სრულიად გაუქმებულია კაპიტალის უკუგების გადასახადი, აღარ იბეგრება უცხოელთა მიერ სინგაპურში გამომუშავებული ნებისმიერი სახის შემოსავლები. სინგაპური მსოფლიოში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ღია და თავისუფალი სავაჭრო ცენტრია.დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სინგაპურმა იწყო სწრაფი ეკონომიკური განვითარება დაბალი ინფლაციის უზრუნველყოფით, გადასახადების ბალანსირებით, მოქნილი შრომის ბაზრისა და სავაჭრო ბარიერების შემცირების წყალობით. ამ ფაქტორებმა გავლენა იქონია ინვესტორთა დაინტერესებასა და შემდგომში ექსპორტის უფრო მეტად წახალისებაზე. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა განათლების დონის ამაღლებამ. შეიძლება ითქვას, რომ სინგაპურსა და ინდუსტრიულ სამყაროს შორის განათლების დონის მხრივ ბარიერი აღარ არსებობს. ქვეყანაში გატარებული სწორედ ეს ცვლილებები აღმოჩნდა გადამწყვეტი სინგაპურის ეკონომიკურ აღმავლობაში. სინგაპურმა გაიარა გზა მესამე სამყაროს ქვეყნობიდან პირველი სამყაროს ქვეყნობამდე. ის დაბრკოლებები და გამოწვევები, რაც გადალახა, მსგავსია იმ დაბრკოლებებისა და გამოწვევებისა, რის წინაშეც დღეს განვითარებადი ქვეყნები დგანან. სინგაპურმა განიცადა შთამბეჭდავი სისწრაფის ეკონომიკური ზრდა და მოდერნიზაციის პროცესი, რაც “ სინგაპურის სასწაულის“ სახელითაა ცნობილი.
დღესდღეობით ქვეყანაში განვითარებულ სფეროებს შორის შესაძლოა გამოიყოს ელექტოტექნიკის, ქიმიური წარმოების, გემთმშენებლობის და ფინანსური მომსახურების სფერო.სინგაპური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფინანსური ცენტრია. სინგაპურში წარმოდგენილია 31 ტიპის ბანკი. 6 ადგილობრივი, 25 საზღვარ-გარეთის. მათი ინვესტიცია კანონითაა დაცული. განსაზღრული აქვთ რაოდენობა, პროცენტის სტაბილობა, გადასახადი, კონკურენცია და ა.შ. არსებობს იაფი, ოფშორული, სავაჭრო ბანკები.

სინგაპური აქტიურად ავითარებს მნიშვნელოვნად ბიო-ტექნოლოგიების სფეროს, დებს მილიარდობით დოლარს კვლევით ფონდებში, ინფრასტრუქტურასა და მაღალკვალიფიციური მუშახელის განვითარებაში.
სინგაპურის მშპ-ს 5% წარმოადგენს ნავთობი. ის არის სამიდან ერთ-ერთი
წამყვანი ცენტრი ნავთობპროდუქტების ექსპორტში. 2007 წელს ქვეყანამ 68, 1მილიონი ტონა ექსპორტი მოახდინა. ნავთობგადამამუშავებელმა სფერომ მისცა ბიძგი მისცა ქიმიური მრეწველობის განვითარებას .
სინგაპური ფლობს მსოფლიო გემთმშენებლობის ბაზრის 20%. 2008 წელს ამ სფეროში 70 000 ადამიანი იყო დასაქმებული.
რაც შეეხება სინგაპურის საგადასახადო სისტემას, საშემოსავლო გადასახადის გადახდაფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ხდება წელიწადში ერთხელ. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის 2007წლიდან დღემდე პროგრესული სკალით 0-დან 20 % - მდე. ანგარიშობენ იმ გადასახადებს მხოლოდ რაც სინგაპურშია
წარმოებული (2004 წლის 1 იანვრიდან).
2000წელს სინგაპურის საერთო სავაჭრო შემოსავალი 373 მილიარდი სინგაპურული დოლარი იყო, რაც 1999 წელთან შედარებით 21%იანი ზრდა იყო. 2000 წელს სინგაპურის იმპორტი 135 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო ექსპორტი-138 მლრდ.იმპორტ-ექპორტის მთავარი წყარო იყო მალაიზია, ძირითადი საექსპორტო პროდუქტი იყო:ნავთობპროდუქტები, საკვები, სასმელი, ქიმიური ნივთიერებები, ტექსტილი, ელექტრული კომპონენტები, სატელეკომუნიკაციო ხელსაწყოები და სატრანსპორტო აღჭურვილობები.ხოლო იმპორტის თვითმფრინავები, ავტომობილები, ქიმიური პროდუქტების საფუძვლადმდებარე ნივთიერებები და სხვ.
სინგაპურის ეკონომიკური განვითარების კომიტეტი(EDB) დღემდე აგრძელებს მსხვილმასშტაბიანი პროექტების მოზიდვას. ინვესტიციებით ლიდერობს აშშ.მათი შემოსავალი 40%ია. დღეისათვის 1500-ზე მეტი ამერიკული კომპანიაა
წარმოდგენილი.
გარდა ამისა სახელმწიფომ გააფართოვა ადგილობრივი კომპანიების ინვესტიციები საზღვარგარეთ, რომელთა საერთო ღირებულება 1998 წლისთვის იყო 39მლრდ. დოლარი.

0
647
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე იოსელიანი
ეკატერინე იოსელიანი
647
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0