x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რით დაიმსახურეს ქართველმა პაპა-ბებიებმა ასეთი სიბერე ?
image



უკვე აცივდა, როგორ უნდა იყვნენ გარეთ, ზამთარში რა ეშველებათ?
როგორ გინდა, დააჯერო და აგრძნობინო, რომ ისინი მარტო არ არიან?!!
როცა თავს ზევით ძალა არაა.

ზოგი ხელგამოწვდილი ზის ან დგას ქუჩაში და ხელები ეყინებათ, თუ გაჩერდებით და გამოელაპარაკებით, სიამოვნებით გაგესაუბრებიან, თუ ხელსაც დაადებთ ხელზე, იგრძნობთ, როგორ სცივათ.

ყველა მათგანის ისტორია კი თითქმის ერთნაირია:

"გაჭირვებამ მოიტანა", "ობოლი შვილიშვილები დამრჩა შვილოო ", "შვილი მყავს ავად, წამლები სჭირდება ყოველდღიურადო", ანდა "არავინ აღარ მყავს უსახლკარო ვარ და მათხოვრობის მეტი რაღა დამრჩენიაო", თუ გაუთამამდებით და უფრო მეტ ინფორმაციას ჰკითხავთ, აღმოჩნდება, რომ ზოგი შვილმა მიატოვა, ზოგს ნათესავებმა გაუყიდეს ყველაფერი, ზოგი კი მართლა ამ კაპიკებით ინახავს უდედმაოდ დარჩენილ შვილიშვილებს.



ზოგი ხელისგამოწვდას ისევ ამჯობინებს რაიმე გაყიდოს და კაპიკებით არსებობს.

ფოტოს ავტორი:დავით დაბაგარი

ისინი ხშირად მრავალშვილიან ოჯახებს ინახავენ და ოჯახში "ერთადერთ შემომტანად " ითვლებიან...

უამრავი ასეთი მოხუცია, ჩვენ ირგვლივ და რით დაიმსახურეს ასეთი სიბერე?!


თუ დავფიქრდებით, მათ ყველაზე მეტად სითბო და სიყვარული აკლიათ, გულით კი დიდ ტკივილს დაატარებენ.


image

როცა ამ დროს ევროპაში მოხუცები თავიანთი პენსიებითა და დანაზოგებით მოგზაურობენ და კარგ დროს ატარებენ.


image

საქართველოში კი შეხვდებით:




image

აი, ასეთ არა მარტო ერთს, ორს ანდა სამს, არამედ უამრავ პაპა-ბებიას....


რით დაიმსახურეს ქართველმა პაპა-ბებიებმა ასეთი სიბერე??

რით???

4
118
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
118
  
2019, 14 დეკემბერი, 20:22
ჩვენო საცოდავო მოხუცებო...
2019, 28 მაისი, 13:45
ჩვენი კორუმპირებული მთავრობებით
2018, 6 აგვისტო, 8:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4