სხვა გამბუზია - პაწაწინა თევზი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა 9 მაისი, 14:04 ![]() ერთი შეხედვით, ეს თევზები საერთოდ არ ჰგვანან გმირ მაშველებს. გამბუზიას ოჯახის დაახლოებით 40 სახეობა არსებობს, მაგრამ ისინი ყველანი პატარები და შეუმჩნეველი არიან. მდედრი მხოლოდ 7 სანტიმეტრამდე იზრდება, მამრი კი კიდევ უფრო პატარაა. არც ჭრელი ფარფლები, არც ნეონის ნათება, არაფერი მსგავსი. ერთი ჩვეულებრივი პაწაწინა ნახევრადგამჭვირვალე თევზია!მაგრამ ყველა სუპერგმირი მოსასხამს არ ატარებს! ![]() დიდი ხნის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის სამხრეთი ნაწილი დასვენებისთვის და საცხოვრებლად არაპერსპექტიული იყო, მათ შორის კოლხეთის დაბლობი, ქალაქი სოჭი - მხოლოდ ნესტი, ჭაობები, ბუჩქნარი და მკბენარი მწერების ჯარი, რომლებიც ყველანაირ დაავადებას ავრცელებდნენ. მათ შორის, სასიკვდილო დაავადებას- მალარიას. სხვადასხვა შეფასებით, ინფიცირებულთა რიცხვი 40-დან 60%-მდე მერყეობდა. ზოგიერთ რაიონში ინფიცირებულთა რიცხვმა 90%-ს აღწევდა. საბჭოთა მთავრობამ, გადაწყვიტა სიტუაციის გამოსწორება. ადამიანების განკურნება და პერსპექტიული მიწის ნაკვეთების ათვისება. ჭაობები დააშრეს სადრენაჟე არხებისა და ხეების დახმარებით, ხოლო ბუჩქნარი გაიწმინდა.თუმცა კოღოები ვერ გააქრეს და შესაბამისაც მალარიაც . შემდეგ საბჭოთა მეცნიერებმა გადაწყვიტეს ქვეყანაში კოღოს გამანადგურებელი თევზის შემოყვანა. ამ პატარა თევზის არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. მის სამშობლოში, ჩრდილოეთ ამერიკაში, გამბუზიას "კოღოს თევზს" უწოდებენ, რადგან მათ ძალიან უყვართ კოღოს ჭუპრების და მატლების ჭამა. რა თქმა უნდა, შედეგებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა: პირველი კოღოს თევზი წყლებში 1925 წელს გაუშვეს, ხოლო 1960 წლისთვის მთავრობამ საბჭოთა კავშირში ამ დაავადების სრული ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა . ასე ამგვარად, 35 წელიწადში, გამბუზიებმა კოღოს ჭუპრებს მუსრი გაავლეს და ოდესღაც სასიკვდილო ჭაობები კურორტად გადააქციეს! ![]() გამბუზიები კარგად იტანენ ტემპერატურის ფართო დიაპაზონს - +43°C-დან 0°C-მდე. ისინი მშვიდად იზამთრებენ რამდენიმე სანტიმეტრის სისქის ყინულის ფენის ქვეშ! ტალახიანი, ჭუჭყიანი წყალი მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს - თევზები შესანიშნავად გრძნობენ თავს ჭაობიან ტბებში, სადაც წყალი უმოძრაოა და ბევრი წყალმცენარეა. მარილიან წყალშიც კი ეს მტკნარი წყლის თევზები თავს შესანიშნავად გრძნობენ: კოღოს თევზებს შეუძლიათ 7%-მდე კონცენტრაციის ატანა - ორჯერ მეტი, ვიდრე ოკეანეში. და ასეთ პირობებში ისინი არა მხოლოდ "ცოცხლობენ“, არამედ აქტიურად შთანთქავენ დღეში ასეულობით ჭუპრს და მრავლდებიან კოსმიური მასშტაბით. ![]() 2016 წელს ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად თბილისში და მის ახლოს არსებულ ტბორებში გამბუზიის სახეობის თევზი გაუშვეს. გამბუზია დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი, აბაშიდან გადმოასახლეს და კუს ტბაში ჩაუშვეს. 262 3-ს მოსწონს
|