x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დათო ოქიტაშვილი გვერდწითელი-პავლიაშვილის სკანდალურ სიმღერას უპირისპირდება

image
კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი თამარ გვერდწითელის და სოსო პავლიაშვილის დუეტში ჩაწერილ სიმღერა "Моя Россия "-ს ეხმაურება, მისამღერში ასეთი ფრაზა გაისმის:"მე ვლოცულობ იმისთვის, რომ შენი განთიადი კამკამა იყოს, ჩემო ამაყო რუსეთო"(Я молюсь, я хочу, чтобы чистым был твой рассвет.
Гордая моя Россия.)

image


მიუხედავად იმისა, რომ პავლიაშვილი მისი შვილის ნათლიაა ოქიტაშვილი მწვავედ აკრიტიკებს რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლების ჩაწერილ დუეტს.

"ერთი რამ ვიცი-როცა საქართველოსა და რუსეთს შორის ასეთი დამოკიდებულებაა, ათასობით ადამიანი საკუთარ მიწა-წყალს, სახლკარსაა მოწყვეტუილი და წლები სახლში დაბრუნებას ელის, მათთვის ასეთი ნაბიჯები თანამემამულეებისგან ბევრად მტკივნეულია. მხოლოდ ის არ მესმის, რატომ აკეთებენ აქცენტს მხოლოდ სოსოზე, ეს დუეტია თამარ გვერდწითელთან. მათგან არც მიკვირს, რადგან რუსეთის მოქალაქეები არიან, წლებია იქ ცხოვრობენ. იმედია, სოსო ჩემ სიტყვებს სწორად გაიგებს-მის არჩევანს არ ვამართლებ! ვინც მიცნობს, ჩემი დამოკიდებულება არავის გაუკვირდება. ვინც გინდა იყოს, თუნდაც საკუთარი ძმა, თუ სამშობლოს წინააღმდეგ წავა, ჩემთვის აღარ იარსებებს და, დიახ, ამ სიმღერით, სოსო პავლიაშვილმა და თამარ გვერდწითელმა ომში დაღუპული ბიჭების გვამებს გადაუარეს და მათი საფლავები გადათელეს!...ჩავშალე და ჩავშლი ყოველთვის. პავლიაშვილისა და გვერდწითელის კონცერტებსაც საქართველოში აღარ გავაკეთებ. ამის სურვილი არ მაქვს. არც შევხმიანებივარ და არც ვაპირებ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს თავიანთი რუსეთი და თავიანთი მდელოები“-აცხადებს კულტურის პალატის პრეზიდენტი.



ახლა კი გთავაზობთ სიმღერის ვიდეოს:




0
447
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0