პედიატრია როგორ მოვამზადოთ ხველის საწინააღმდეგო კანფეტები სახლში - მარტივი და ეფექტური რეცეპტი 2014, 22 დეკემბერი, 11:11 გთავაზობთ ხველის საწინააღმდეგო კანფეტების მომზადების ძალიან მარტივ რეცეპტს, რომელიც არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატსა თუ საღებავს და, რაც მთავარია, განსაკუთრებით მოეწონებათ ბავშვებს. მოსამზადებლად დაგჭირდებათ: თაფლი - 250-300 გ. დაფქვილი კოჭა (იმბირი) - 1 ჩ.კ. თაფლს და კოჭას ავურევთ ერთმანეთში, დავდგამთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 1, 5-2 საათის მანძილზე. თან ვურევთ გამუდმებით, რათა თაფლი არ გადმოვიდეს. თაფლი მზადაა თუ მაგიდაზე დაწვეთებისას ფორმას ინარჩუნებს. გადმოვდგათ ცეცხლიდან. შეგვიძლია დავამატოთ 0.5 ჩ.კ. ლიმნის წვენი. ჩავასხათ ზეთწასმულ კანფეტის ან ყინულის სილიკონის ფორმებში. სულ 3-4 ამგვარი კანფეტი დღეში და მალე ბავშვები ხველასაც მოშორებენ. თან კმაყოფილიც დარჩებიან. მით უმეტეს, რომ ყველაფერი დედიკოს ხელით იქნება მომზადებული! 12465 13-ს მოსწონს
|