x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512637
მე ვთხოვე უფალს-––იგავი
image


..მე ვთხოვე უფალს, რომ დაესაჯა ჩემი მტერი, მაგრამ უფალმა მიპასუხა:“არა. მას მიესაჯა რომ ის გახდეს შენი საუკეთესო მეგობარი".

..მე ვთხოვე უფალს, რომ მოეცა ჩემთვის მოთმინება, მაგრამ უფალმა მიპასუხა:“არა. მოთმინება-გამოცდის შედეგია. მას არ ჩუქნიან-მას სწავლობენ''.

..მე შევთხოვე უფალს რომ წაეღო ჩემი სიამაყე, მაგრამ მან მიპასუხა:“სიამაყე არ მიაქვთ, მას მხოლოდ უარყოფენ".


..მე ვთხოვე უფალს რომ მოეცა ბედნიერება, მან კი მიპასუხა:“მე გაძლევ შენ კურთხევას, მაგრამ იქნები თუ არა ბედნიერი ეს შენზეა დამოკიდებული.

..მე ვთხოვე უფალს სულის სიმაღლე, მაგრამ უფალმა მიპასუხა:“არა. სული თვითონ უნდა გაიზარდოს. მე კი ყოველთვის გიკარნახებ".


..მე შევთხოვე უფალს დამხმარებოდა რომ შემეყვარებინა სხვა ადამიანები ისე, როგორც ვუყვარდი მე მას და უფალმა მიპასუხა: “სიამოვნებით!, როგორც იქნა ბოლოს და ბოლოს გაიგე თუ რა უნდა მთხოვო''...

0
260
5-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0