x
image
carpediem
ეგზორციზმი - ეშმაკის განდევნის რიტუალები

image
ეგზორციზმი ეშმაკის განდევნის რიტუალებს ჰქვია, რომლის
ჩატარების უფლებაც მხოლოდ სასულიერო პირებს გააჩნიათ. ამ რიტუალების ჩატარება ბოლო დროს საკმაოდ გახშირებულია, თუმცა მის ჩასატარებლად თანხმობის გაცემას მაინც ერიდებიან,
რადგან ხშირ შემთხვაში რთულდება გაარკვიო ადამიანი მართლაც ეშმაკით შეპყრობილია, თუ უბრალო ფსიქიკური აშლილობა აწუხებს.


თუმცა არსებობს რამოდენიმე ‘კრიტერიუმი’, რომელიც ეშმაკით შეპყრობილებს ახასიათებთ. მკვეთრად შეცვლილი გარეგნობა, გაუგებარ, არარსებულ, ან მისთვის უცნობ ენაზე ლაპარაკი, ‘’პანიკები’’, ეკლესიაში ვერშესვლა, წმინდა ნივთებთან
ხეშეუხებლობა, გახშირებული სუნთქვა, აგრესიულობა, არაბუნებრივი ძალების ფლობა და სხვა კრიტერიუმები, რომელთა რიცხვი 300-400 ის ფარგლებში მერყეობს ( ოფიციალურად დადგენილი)

საეკლესიო პირები რიტუალის ჩატარებისას იყენებენ სპეციალურ
შელოცვებს, ხატებს, ნაკურთხ წყალს და ასე შემდეგ.



დღემდე მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შემთხვევა 20 წლის ანელიზს უკავშირდება, რომლის ისტორიის მიხედვითაც გადაიღეს შემდგომში ალბათ ბევრისთვის ნაცნობი ფილმი - The Exorcism of Emily Rose
ანელიზი 1952 წელს დაიბადა . ცხოვრობდა სავსებით ჩვეულებრივი,
მშვიდი ცხოვრებით სანამ 16 წლის ასაკში კრუნჩხვები არ დაეწყო.მალე შეტევებმა სისტემატიური ხასიათი მიიღეს და ანელიზი კლინიკაში მოათავსეს.


4 წლის შემდეგ ოფიცილურად დამტკიცდა რომ ანელიზი ეშმაკის
მიერ იყო შეპყრობილი. ეგზორციზმის დროს მთავარია დადგენილ იქნას თუ რომელი დემონის მიერაა პირი შეპყრობილი, ანელიზსს კი ასეთი 6 დემონი დაუდგინეს. ანელიზს რამდენიმე რიტუალი ჩაუტარდა, რომლის დროსაც იგი იმდენად აგრესიული ხდებოდა რომ მას ხშირად ჯაჭვით აბამდნენ. რიტუალების შემდეგ გოგონას გაუმჯობესება დაეტყო, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.




მალე მისი შეტევები განახლდა, ტკივილი უფრო და უფრო
ძლიერდებოდა, ანელიზს 40 მდე ეგზორციზმის რიტუალი ჩაუატარდა თუმცა უშედეგოდ.1976 წელს
მისი ორგანიზმი ფიზიკურად გამოიფიტა და იგი გარდაიცვალა.


მას შემდეგ გაიმართა სასამართლო პროცესი. ბრალდების მხარე აქტიურად ცდილობდა დაემტკიცებინა რომ ანელიზი უბრალო შიზოფრენიით იტანჯებოდა, დაცვის მხარე კი ასაბუთებდა რომ იგი ეშმაკით იყო შეპყრობილი. თუმცა ვერცერთმა მხარემ
თავის სიმართლე ვერ დაამტკიცა . შედეგედ რიტუალის
ჩამტარებელ სასულიერო პირს 6 თვიანი პატიმრობა მიესაჯა.


ძნელია შეხედო ანელიზის სურათებს და თქვა რომ ის უ ბრალოდ
ჩვეულებრივი შიზოფრენიით დავადებული იყო. მისი სურათები, და მისი ხმა რიტუალის ჩატარების დროს არცერთ თქვენგან არ დატოვებს გულგრილს.

image

image













imageimage

3
1121
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:carpediem
carpediem
1121
  
2013, 15 მარტი, 16:16
მაგარი სტატიაა
2012, 26 ივლისი, 13:04
the exorcist kargi filmia magram me sashinelebata filmebis janrs ar mivakutvnebdi
2012, 18 ივნისი, 19:32
1+ ჩემგან
0 1 3