x
image
carpediem
ელდორადო - მითი თუ რეალობა ოქროს ქალაქზე
image

















ყოველთვის ვამბობდი რომ ტიტანიკი ჩემი ოცნების გემი
იყო, ელდორადო კი ჩემი ოცნების ქალაქია. არა მარტო იმიტომ რომ ოქროს ქალაქად არის წოდებული და ამ სახელის გამო ბევრ თავზეხელაღებულ თავგადასავლების მაძიებელს იზიდავდა, არამედ მისი მისტიურობის გამო.

და მაინც, არსებობდა თუ არა ელდორადო სინამდვილეში, უბრალოდ მითი თუ რეალობა ოქროს ქალაქზე....




ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, უცნობი მიწა მაგნიტივით
იზიდავდა ოქროს მაძიებლებს მრავალი ქვეყნიდან. არსებობს ვერსია რომ სახელი ‘’ელდორადო’’ წარმოსდგა ‘’ხობრე დორადო’’დან, რაც ოქროს კაცს ნიშნავდა. ასე ეძახდნენ კაცს, რომელიც ინდიელთა ერთერთ ცერემონიას უძღვებოდა . რიტუალი მზის ღმერთის საპატივცემულოთ ტარდებოდა. ოქროს კაცს ჯერ თიხას უსვამდნენ, შემდეგ კი მთლიანად ოქროს ფხვნილით უფარავდნენ ტანს. მსახურები ბელადის ქვემოთ ოქროს ალაგებდნენ, რომელიც მზის
ღმერთის შესაწირად ითვლებოდა. რიტუალის დასასრულს ისინი მთელ ძვირფასეულობას მდინარეში ყრიდნენ მზის ღმერთის ძღვენად. ამ მდინარეს გუატავიტას უწოდებდნენ.




1580 წელს ერთერთმა ბოგოტელმა ვაჭარმა, რომელიც სიმდიდრის
წყურვილით დაბრმავებული იყო მდინარის დაშრობა გადაწყვიტა ოქროს მოსაპოვებლად. მდინარის 18 მტერით დაკლებას ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მართალია ოქროს ქალაქი ვერ
აღმოაჩინეს თუმცა ვაჭრის მცდელობამ უკვალოდ არ ჩაიარა. მისი დაქირავებული ინდიელების მიერ აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა ოქროს სამკაულები, აღჭურვილობა, ძვირფასი თვლები და სხვა.




წლების განმვლობაში ელდორადოს საძებნელად არაერთი ექსპედიცია
ჩატარდა რომელთა ორგანიზება ასიათასობით დოლარი დარჯა. თუმცა ყოველი მათგანი კრახით დასრულდა. დღემდე დაობენ მეცნიერები ელდორადოს არსეობის თაობაზე. ბევრს სწამს რომ ოქროს ქალაქი დღესაც ჩაკარგულია სამხრეთ ამერიკის მიდამოებში, ბევრი კი მას უბრალოდ ხალხის გაზვიადებუულ წარმოდგენებს მიაწერს.


ნებისმიერ შემთხვევაში ოქროს ქალაქი მრავალი რეჟისორის, მწერლის თუ სხვა ხელოვანი ადამიანის შთაგონების წყარო გახდა. ბევრ განძისმაძიებელს დღემდე ღრმად სწამთ მითიური ელდორადოს არსებობა.








0
674
1-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
674
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0