x
image
მანჩო 777
ვინ ისურვებდა ასეთი შვილების ყოლას? – ყველაზე უცნაური ბავშვები მსოფლიოში
ბავშვები ჩვენი ცხოვრების იმედი, სიხარული და მომავალია. შვილი ხომ ყველაზე ძვირფასია ამქვეყნად, რაც კი ადამიანს გააჩნია. მაგრამ არიან განსაკუთრებული, გამორჩეული ბავშვები, რომელთაგან ზოგი მათგანი მშობლისათვის დიდ ტკივილს წარმოადგენს, ზოგი სიამაყეს და ზოგიც კიდევ მოუშორებელ თავის ტკივილს (საუბარი მაქვს განსაკუთრებით ცელქ და მოუსვენარ ბავშვებზე). ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ პატარების ტოპ-შვიდეული, რომლებმაც სხვადასხვა გზით შეძლეს პოპულარობის მოპოვება და მათ დღეს მთელი მსოფლიო იცნობს.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა ყველაზე უცნაური ბავშვები მსოფლიოში.




1. ლიზი კლარკი


image



ლიზი კლარკი (Lizzy Clark) სამართლიანადაა მიჩნეული ყველაზე ცუდ ბავშვად მსოფლიოში. შეუძლებელია იმის ჩამოთვლა, თუ რისი ჩადენა მოასწრო მან. აი ლიზის მიერ ჩადენილი თავგადასავლების ნუსხა, რომელიც მან 5 წლის ასაკამდე ჩაიდინა:

– დანით ამოკაწრა წარწერა "გამრეცხე" მამის მიერ ახლადშეძენილ "კადილაკზე";

– გააკეთა სანთელი დედის ჩანთიდან მოპარული 5 ასდოლარიანი კუპიურით და შემდეგ დაწვა ის;

– 167-ჯერ დარეკა თეთრ სახლში, ითხოვდა რა პრეზიდენტის ქალიშვილთან ლაპარაკს;

– დედის საყვარელი ორქიდეები გაანადგურა სანთებელას გაზით;

– მაკრატლით მოაჭრა ძაღლს კუდი;

- დააბრმავა ორი კატა;

– ხუთჯერ დარეკა პოლიციასა და "სასწრაფო დახმარებაში" ტყუილი გამოძახებით;

– ჟურნალისტს, რომელიც მათ სახლში ინტერვიუს ასაღებად მივიდა, ჯიბეში ჩუმად ჩაუდო პლუშის დათვი, შემდეგ კი ატეხა ყვირილი, რომ მას სათამაშოს მოპარვა უნდოდა;

ლიზის მიერ ჩადენილი "საგმირო საქმეეების" ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება. მშობლები ამბობენ, რომ ვერ სჯიან მას იმის გამო, რომ ჯერ პატარაა. ალბათ ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ დროთა განმავლობაში ამ პატარა ურჩხულის მოთოკვა სულ უფრო და უფრო რთული იქნება.



2. ლუ ჰაო


image

ჩინელი ლუ ჰაო (Lu Hao) ითვლება ყველაზე მსუქან ბავშვად მსოფლიოში. როცა ბავშვი დაიბადა, მისი წონა ნორმალური იყო (2, 8 კილოგრამი), მაგრამ უკვე რამოდენიმე თვეში მან დაიწყო არნახული სისწრაფით გასუქება. 3 წლის ლუს წონა უკვე 60 კილოგრამს აჭარბებდა. ბავშვი გამუდმებით ითხოვს საჭმელს და სანამ არ მისცემენ, მანამდე ხმამაღლა ტირის და ყვირის. ლუს მშობლები შოკში არიან და არ იციან, რა მოიმოქმედონ. მათ ბიჭი რამოდენიმე ექიმთან მიიყვანეს, მაგრამ მედიკოსებმა ვერ ახსნეს ლუს ასეთი გაუმაძღრობისა და ზედმეტი წონის მიზეზი.



3. ჯულიანო სტროე


image

რუმინელი ჯულიანო სტროე (Giuliano Stroe) უკვე 8 წლის ასაკში ითვლებოდა ყველაზე ძლიერ ბავშვად მსოფლიოში. 2009 წელს ის მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, გააკეთა რა იატაკიდან ცალ ხელზე აზიდვა ფეხებით ზევით. ბავშვის მამას ბრალს სდებდნენ, რომ ის ზედმეტად ტვირთავდა ბავშვს, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ სრულებითაც არ ახდენს ზეწოლას ჯულიანოზე. ბიჭი ვარჯიშობს იმდენს, რამდენიც თავად სურს. ისევე, როგორც ყველა ბავშვს, მასაც უყვარს მულტფილმები, ვიდეოთამაშები და მეგობრებთან ფეხბურთის თამაში.



4. რუმაისა რახმანი


image


მსოფლიოში ყველაზე დღენაკლულ ბავშვად ითვლება ინდოელი რუმაისა რახმანი (Rumaisa Rahman). ის დაიბადა 2004 წელს დედის ფეხმძიმობის 26-ე კვირაზე. დაბადებისას რუმაისა იყო 24 სმ სიგრძის და იწონიდა 243 გრამს. გოგონა ტყუპისცალთან ერთად დაიბადა: მისი და ხიბა ორჯერ მეტს იწონიდა - 570 გრამს. გოგონები გადარჩნენ, ხოლო დედა კი, სამწუხაროდ, მშობიარობას გადაყვა.



5. კარან სინგჰი


image

კარან სინგჰი (Karan Singh) უკვე 2 წლის ასაკში ითვლებოდა ყველაზე მაღალ ბავშვად მსოფლიოში. ამ დროს მისი სიმაღლე 130 სანტიმეტრს შეადგენდა, ხოლო "პატარას" წონა 42 კილოგრამი იყო. ბავშვის დედაც არაა დაბალი, თავისი 220 სანტიმეტრი სიმაღლით ის ითვლება ყველაზე მაღალ ქალად აზიაში. ეს ბედნიერი ოჯახი ინდოეთში ცხოვრობს.



6. ჯერილ ლინგდო


image


ჯერლი ლინგდო (Jerly Lyngdoh) უკვე 22 წელია ცხოვრობს ინდოეთში, მაგრამ მას 2 წლის ბავშვის გარეგნობა და აზროვნება აქვს. მისი სიმაღლე 84 სმ-ია და იწონის სულ რაღაც 11 კილოგრამს. ამიტომ ის ითვლება ყველაზე " ბებერ
" ბავშვად მსოფლიოში. ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც შეიძლება განვსაზღვროთ ჯერილის ასაკი, ეს მისი კბილებია. ექიმებმა ვერ შეძლეს ბავშვის განკურნება ამ სენისაგან. ისინი ამბობენ, რომ ჯერილს აქვს უიშვიათესი დაავადება- «pan-hypopituitarism»-ის სინდრომი, რაც უბრალოდ არ აძლევს მას გაზრდის საშუალებას.



7. ოსკარ ვრიგლი


image


ოსკარ ვრიგლი (Оscar Wrigley) უკვე 2 წლის ასაკში ითვლებოდა ყველაზე ჭკვიან ბავშვად მსოფლიოში (ამჯამად ის 5 წლისაა). მისი IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) 160-ის ტოლია და ზუსტად იმდენივეა, რაც იყო ალბერტ აინშტაინისა თავის დროზე. ის არის საოცრად ერუდირებული ბავშვი, იცის თავის თანატოლებზე ათასჯერ მეტი და უკვე მიღებულია პლანეტის უჭკვიანესი ადამიანების გაერთიანებაში - ოქსფორდის კლუბში "მენსა".

5
438
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
438
  
2014, 18 დეკემბერი, 13:20
მეც ეგ გავიფიქრე:დდ
2014, 17 დეკემბერი, 23:00
პირველი ჩამაგდებინა ხელში და ზუსტად ერთი საათი დამჭირდებოდა მის ჭკუაზე მოსაყვანად
2014, 8 დეკემბერი, 21:15
ბოლო მომეწონა მაგამ არ ვიტყვი რომ ეგეთი მინდა იმიტომ რომ მ ყავს ისეთი როგორიც მინდოდა-ლამაზი,საყვარელი ,კეთილი და წკვინანი:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

როგორც იტყვიან ყველას თავისი უყვარს:)
2014, 7 დეკემბერი, 15:13
ყველას ეგეთი მოუნდებოდა:)
2014, 7 დეკემბერი, 15:04
ბოლო ყველაზე მაგარი ბავშვია ^–^ მასეთ შVილს ვისურვებდი
0 1 5