x
image
natia.a
იხილეთ ვარცხნილობები,რომლებიც უფრო ახალგაზრდას გამოგაჩენთ

image

ადამიანის გარეგნობაში ვარცხნილობაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ არსებობს ვარცხნილობების, რომლებიც რამდენიმე წლით აახალგაზრდავებს, მაგრამ მათი შერჩევა საკმაოდ რთული საკითხია და დამოკიდებულია სახის ფორმაზე, თმის ტიპსა და ფერზე, კანის ფერზე და თავად ქალის ასაკზეც კი.


ამ სტატიაში შევეცდებით წარმოგიდგინოთ ვარცხნილობის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც ქალს ვიზუალურად ასაკს აკლებენ.




კარე (ბობ კარე)
- ეს არის ვარცხნილობა, რომელიც ასაკის უნიფიცირებას ახდენს, ანუ ქალს ვიზუალურად აახლოებს 25-27 წლის ასაკთან. აქედან გამომდინარე, 25 წლამზე გოგონებს კარეს ტარებას არ ურჩევენ, რადგან მათ ეს ვარცხნილობა ასაკს მომატებთ, ხოლო 30 წლის შემდეგ მისი ტარება რეკომენდებულია. თუმცა ამ ვარცხნილობაში დიდი მნიშვნელობა აქვს თმის სიგრძის სწორ შერჩევას, რაც დამოკიდებულია სახის მოყვანილობაზე, ყურებისა და კისრის ფორმაზე. "ჩორკა" შუბლზე ნაოჭების დაფარვის საშუალებას იძლევა და ამდენად ასაკსაც ამცირებს. მაგრამ თუ თმა დატალღულია, "ჩორკა" უმჯობესია არ შეიჭრათ. ამასთან, "ჩორკას" შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს სახის ფორმა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მიმართულებით. ამიტომ წინასწარ უნდა გაარკვიოთ მოგიხდებათ თუ არა "ჩორკის" შეჭრა ამ ვარცხნილობაზე.

"ბიჭური" ვარცხნილობა ასაკს აკლებს 50 წელს გადაცილებულ გამხდარ ქალბატონებს, თხელი სახის ნაკვთებით. ახალგაზრდა გოგოებს კი ამგვარმა დაბალმა ვარცხნილობამ შეიძლება პირიქით 4-5 წლით ასაკი შემატოს. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს.

image











გრძელი თმა ტრადიციულად ითვლება ახალგაზრდა გოგოების დამახასიათებლად. 30 წლის ქალბატონს ამგვარი ვარცხნილობა მინიმუმ 5 წლით მაინც გააახალგაზრდავებს იმ პირობით, რომ მისი თმა და სახის კანი მოვლილია. 40 წლის ზემოთ კი გაშლილი გრძელი თმა ნაკლებად უხდებათ, სპეციალისტები ამ ასაკში შეკრული თმის ტარებას ურჩევენ.






image


შეკრული გრძელი ვარცხნილობის პოპულარული ვარიანტია ე.წ. "ცხენის კუდი" - მაღლა აწეული, შეკრული თმაი იგი განსაკუთრებით უხდება ახალგარდა გოგონებს და 40 წლამდე გამხდარ ქალბატონებს, რომლებსაც ამ გზით მნიშვნელოვნად აკლდებათ ასაკი. სრულ და შუა ხნის ქალბატონებს "ცხენის კუდის" ტარებას არ ურჩევენ



image


ოდნავ დატალღული თმა, განსაკუთრებით თუ იგი ღია შეფერილობისაა, ყველა ასაკში აახალგაზრდავებს ქალს. ამას ემატება მსუბუქი დაუდევრობა ვარცხნილობაში, რაც ბუნებრიობის ეფექტს მატებს და ყველა ასაკისა და ფორმის ქალს ამშვნებებს.

image



ხოლო მკაცრად გადავარცხნილი თმა კი, როგორც წესი ქალს ვიზუალურად რამდენიმე წელს მატებს.

image




0
13820
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
13820
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0