x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135849
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510220
შიმშილსა და ოცნებას შორის გავლებული ზღვარი

image










რამდენიმე დღეა, რაც პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იმატებს. აიწია დოლარის კურსმა, რამაც მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. როგორც ცნობილია, ასეთი მდგომარეობა სავარაუდოდ ახალ წლამდე გაგრძელდება. პროდუქციის ნაკლები რეალიზაცია და კლიენტების უკმაყოფილება განსაკუთრებით სასურსათო მაღაზიებში შეიმჩნევა.

-რა ამბავია, ზეთს და შაქარს ვეღარ გაეკარები.როგორ უნდა მეყოს პენსიონერს თვიდან თვემდე პენსია, როცა თითქმის ორმაგდება ყველაფრის ფასი. ხალხო, საჭმელიც აღარ ვჭამოთ? -ამბობს შავოსანი ქალბატონი, რომელმაც ნახევარი კილოგრამი შაქარი და ერთი “გვირილა“ პური იყიდა.

-მესმის, რასაც ეს ქალი ამბობს, მაგრამ ჩვენც რა უნდა ვქნათ? ამ დილით დისტრიბუტორებმა ყველაფერი გაძვირებული ფასებით შემოიტანეს. პროდუქციას რომ მაღალი ფასით იღებ, შენც უნდა მოვუმატო.მე გამყიდველი ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ განვიცდი ფასების მატებას. მითხარი შვილო რა უნდა ვქნა რომ მეუბნებიან უფრო იაფიანი ზეთი არ გაქვს? ბრინჯი, პური, შაქარი ყველაფერი გაძვირდა.. ერთი ტომარა შაქარი 3 ლარით გაძვირდა. მითხარით რა უნდა ვქნა. უნდა ავუწიო ფასები, სხვა რა გზაა. ამ დილით ხადური გამოვიდა ტელევიზიით და ასე თქვა, ეს ფასები შენარჩუნდებაო. ვერ გავიგე საერთოდ რა ხდება.

მოსახლეობის სასიკეთო მოლოდინი ნელ-ნელა ფერმკრთალდება და ის ქართული ოცნება, რომელსაც ასე ებღაუჭებოდა გაჭირვებული ხალხი ახლა უკვე საახალწლო სურვილებში გადაინაცვლა. ცოტა უფრო სამომავლო ფიქრებით, ნაკლებ სავარაუდოა იქნება თუარა საახალწლო ქართულ სუფრაზე ტრადიციული საცივი, ხორცეული, ხაჭაპური, იმ ფონზე, როდესაც ბაზრობებსა და სუპერმარკეტებში პროდუქტებს ლამის ცეცხლის ფასი დაედო.

image

.


0
83
4-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0