სხვა მეცნიერებმა ყველაზე ლამაზი ქალი დაასახელეს 2012, 17 მაისი, 0:02 ბრიტანეთში ტარდება ხოლმე კონკურსი, სადაც ირჩევენ თავისი ქვეყნის ყველაზე ლამაზ ქალს, ოღონდ მისი სილამაზე ბუნებრივი უნდა იყოს. ამჯერად ყველაზე ლამაზად აღიარეს 18 წლის ფლორენს ქოლგეითი. მან ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა. საერთოდ ბრიტანელები ძალიან აფასებენ ბუნებრივ სილამაზეს. გოგო, რომელიც ძალიან ლამაზია, მაგრამ 1 -თი ოპერაცია მაინც აქვს გაკეთებული სილამაზისთვის ყველაზე დაბალ ქულებს აგროვებს. კონკურსის მთავარი მოთხოვნა ბუნებრივი სილამაზე და მათემატიკურად გათვლილი პროპორციები იყო. სატელევიზიო შოუში გაგზავნილ ფოტოზე კონკურსანტები უმაკიაჟოდ უნდა ყოფილიყვნენ. მეცნიერებს თავისი პარამეტრები აქვთ, რის მიხედვითაც ირჩევენ ყველაზე ლამაზ გოგოს. 18 წლის ფლორენსი თავს თავდაჯერებულ და ბედნიერ გოგონად ახასიათებს. იგი დარწმუნებულია, რომ ამას გარშემომყოფებიც გრძობენ. მისი თქმით ის მაინდამაინც არ ელოდა გამარჯვებას, მაგრამ რაღაცის იმედი მაინც ჰქონდა. ასეთი კონკურსით ფასდება, ბუნებრივი სილამაზე და ეს ძალიან კარგია. პირველი ქვეყანა, რომელმაც ასეთი კონკურსი დაიწყო სწორედ ბრიტანეთი გახლავთ.ფლორენსის ფოტოები მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით, Superdrug-ის მაღაზიების ქსელს დაამშვენებს. იდეალური სახის მფლობელი სამოდელო კარიერის დაწყებას გეგმავს და სარფიან შემოთავაზებებს ელის. საინტერესოა ისიც, რომ ფლორენი ყველაზე პატარა გოგოა, რომელმაც ეს კონკურსი მოიგო. მისგან ბრიტანელები კიდევ უფრი დიდ წარმატებას ელიან, რადგან მისი ბუნებრივი სილამაზე იმდენად მიმზიდველია, რომ ბევრ კონკურსში შეუძლია გამარჯვება. 2426 3-ს მოსწონს
|