x
image
ირინა ნადაშვილი
ანჯელინა ჯოლი ავარიაში მოჰყვა! (ფოტოები)
image


შემთხვევა ლოს-ანჯელესში მოხდა. ანჯელინა ჯოლი, ბევერლი ჰილზის ერთ-ერთი კინოთეატრიდან, მძღოლთან ერთად, სახლში ბრუნდებოდა.


პოლიციის განცხადებით, ავარიის დროს ძლიერი წვიმა მოდიოდა, რის გამოც "შევროლეს" მარკის ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალ ნაწილზე გადავიდა.


image



თვითმხილველთა თქმით, დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა ბორდიურს შეასკდა. საოცარია, რომ მანქანა არ გადაბრუნდა.ძლიერი შეჯახების გამო, მანქანის ორივე წინა საბურავი გასკდა!


image


შემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა! საბედნიეროდ, მსახიობის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, არც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება.

0
90
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0