x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135746
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
ანჯელინა ჯოლი საშინელ ავარიაში მოჰყვა
ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მას შემდეგ, რაც ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოძრაობის დროს მის ავტომობილს გაუსკდა ერთდროულად ორი საბურავი. ლამაზმანი სუპერვარსკვლავი მთელი ძალით შეეჯახა ბორდიურს. როგორც თვითმხილველები იუწყებიან, მანქანა მეტად სავალალო მდგომარეობაშია. საბედნიეროდ, თავად მსახიობს სერიოზული არაფერი დაშავებია.


image


ანჯელინა ბრუნდებიდა თავისი ახალი ფილმის " გაუტეხელი"-ის გადაღებიდან, რომელიც ბევერლი ჰილზის ერთ-ერთ პავილიონში მიმდინარეობს. მანქანის ამუშავებისთანავე დაიწყო თავსხმა წვიმა, ჩამოწვა ნისლი და მხედველობა საშინლად გაუარესდა, მაგრამ ეს მხოლოდ ენჯის უიბლო საღამოს დასაწყისი იყო, მთავარი მას წინ ელოდა: უცებ მანქანას ერთდროულად ორი საბურავი გაუსკდა და მთელი ძალით შეეჯახა ბორდიურს.


image



"ანჯელინას ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მე საშინლად შემეშინდებოდა - ვიფიქრებდი, რომ ვიღაცას დავეჯახე და სასიკვდილოდ დავაშავე. საბედნიეროდ, შემხვედრი მხრიდან იმ მომენტში მანქანა არ მოძრაობდა და ერთადერთი რამ, რაც მის წინ აღმოჩნდა, ბორდიური იყო. კიდევ კარგი, რომ ენჯი მარტო არ იყო, ის თავის ასისტენტთან ერთად ბრუნდებოდა შინ. მას გაუმართლა, რომ არანაირი დაზიანება არ მიუღია და მშვიდად დაბრუნდა სახლში, "-განაცხადა ბრედმა.


image


ასეა თუ ისე, ეს სერიოზული ავარია როდი იყო ერთადერთი უსიამოვნება, რაც ვარსკვლავურ წყვილს შეემთხვა ბოლო ხანებში. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ანჯელინას და ბრედს ბინოკლით უთვალთვალებდა ერთ-ერთი მეზობელი. წყვილმა გადაწყვიტა ამაზე თვალი დაეხუჭა, რადგან სხვისი ცხოვრებით დაინტერესებული ქალბატონი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ლუისა ზამპერინი აღმოჩნდა. რაოდენ დიდი იყო ანჯელინას გაოცება, როცა შეიტყო, რომ სწორედ ამ ქალის მემუარები დაედო საფუძვლად იმ ფილმს, რომელშიც ენჯის ამჟამად იღებენ.


image


" მე ძალიან გავოცდი, როცა შევიტყე, რო ლუისი ჩვენ მეზობლად ცხოვრობს. ბრედი სულ მეუბნებოდა, რომ ეს ქალი ხშირად დგას ფანჯარასთან და გვითვალთვალებს ბინოკლით. როცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ეს ქალბატონი ლუისია, ჩვენ უბრალოდ გავიცინეთ ამ ფაქტზე, "-განაცხადა ანჯელინამ.

0
39
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0