x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135852
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510221
დამარცხებული C ვირუსი

imageალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ C ჰეპატიტი ერთადერთი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელიც იკურნება!


განკურნება ნიშნავს ვირუსის სრულ განადგურებას და არა „დროებით მიძინებას“ ან მსგავს დეფინიციებს.

2013 წლის ბოლოდან C ჰეპატიტის დასამარცხებლად მედიცინის ბაზარზე შემოდის ახალი პრეპარატების კიდევ ერთი თაობა, რომელიც განკურნების შანსებს რადიკალურად ზრდის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ C ჰეპატიტის დამარცხება ჯერ-ჯერობით ისევ საკმაოდ დიდ რესურსებს უკავშირდება, როგორც ფინანსურს, ასევე ფსიქოლოგიურს.

С ვირუსი პირველად 1989 წელს აღმოაჩინეს. ვირუსი ჰეპატოციტებში (ღვიძლის უჯრედები) ანთებით პროცესს იწვევს; მისი ქრონიზაციის შემთხვევაში კი (შემთხვევების დაახლოვებით 80% ქრონიზაციას განიცდის), პაციენტების დაახლოვებით 30%-ში გამოიწვევს ციროზს და კიბოს - თუ დროზე არ იქნა განადგურებული. ციროზის ანუ ღვიძლის შეუქცევადი დაზიანების განვითარებას ქრონიკული C ჰეპატიტის დროს სჭირდება დაახლოვებით 20-30 წელიწადი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 170 მლნ ადამიანია C ვირუსით ინფიცირებული, რაც დედამიწაზე მცხოვრებთა 3%-ს შეადგენს.

რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან:


ადამიანები, რომელთაც გადაესხათ სისხლი, სისხლის პროდუქტები;
ინექციური ნარკოტიკების ამჟამინდელი ან ყოფილი მომხმარებლები;
ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივად იტარებდნენ ჰემოდიალიზს;
ჯანდაცვის მუშაკები;
ჩვილი ბავშვები, რომელთა დედებიც არიან HCV ინფიცირებულები;
სექსუალური პარტნიორები.

აქვე აღსანიშნავია, რომ თითოეული ჩამოთვლილი გზით ინფიცირების ალბათობა განსხვავებულია ერთმანეთისგან.

აღნიშნულ საკითხებზე და ზოგადად, ღვიძლის დაავადებების უახლეს მიღწევებზე, საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაციისა და სომხეთის ჰეპატოლოგიური ფორუმის ორგანიზებით, თბილისში გაიმართა პირველი ტრანსკავკასიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ღონისძიებას აქტიურად უჭერდა მხარს სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი“, სადაც არსებობს ჰეპატოლოგიური სამსახური.

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი“ მუდმივად ადევნებს თვალს მსოფლიო სიახლეებს, როგორც ლაბორატორიულ მედიცინაში, ასევე მედიცინის სხვა დარგებში და რეგულარულად მართავს კონფერენციებს აქტუალურ თემებზე.

”მრჩეველი” გთავაზობთ ანალიზების სრულ სპექტრს გერმანიასა (ჰაიდელბერგი)
და ადგილობრივ ლაბორატორიაში (თბილისში). ის წარმოადგენს ლიმბახის ევროპული ჯგუფის ერთადერთ და ექსკლუზიურ პარტნიორს მთელს ამიერკავკასიაში.

C ჰეპატიტის დასამარცხებლად სწორ დიაგნოსოტიკასა და მკურნალობასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დროულ ინფორმირებას - გახსოვდეთ, C ჰეპატიტი იკურნება!

2
173
შეფასება არ არის
ავტორი:მრჩეველი - ლიმბახი
მრჩეველი - ლიმბახი
173
  
2015, 24 მარტი, 10:50
1. ამ შეკითხვით გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - ამ საკითხში მათ შეუძლიათ მოგაწოდოთ ზუსტი და კომპეტენტური პასუხი. 2. ელასტოგრაფიის მიხედვით მე-3 სტადიის ღვიძლის ციროზი მეტავირის კლასიფიკაციით არ შეესაბამება ციროზს.
2015, 23 მარტი, 17:22
1. როდიდან შევა სახელმწიფოფო პროგრამა ც ჰეპატიტზე მკურნალობაზე და ეს პროგრამა თუ არის იმ ახალი პრეპარატით სოფოსბუვირით(თუ არ მეშლება). 2.ღვიძლის ფიბროზი 3 სტადია არის თუ არა უკვე ციროზი.
0 1 2