საზოგადოება უცნაური ქურდობა თბილისში-ოზურგეთელ გოგონას ნაწნავი მოპარეს 2014, 1 დეკემბერი, 9:28 ![]() რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ თბილისის სამარშრუტო ტაქსში მოხდა... ოზურგეთელი გოგონა სამგზავროდ ავიდა მიკროავტობუსში ნაწნავით და იქიდან მოჭრილი თმით ჩამოვიდა... ამის შესახებ კი მისი სკოლის პედაგოგისგან გახდა ცნობილი, რომელმაც ემოციები ვერ დამალა მომხდარის გამო და სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაპოსტა. აი რას წერს ოზურგეთელი გოგნას მასწავლებელი, მაიკო ღლონტი: "რამე თუ გამაოცებდა, არ მეგონა, მაგრამ მოდი და ნუ გაოცდებით! წარმოგიდგენიათ? ჩემს მოსწავლეს სამარშრუტო ტაქსში მოჰპარეს, არც მეტი, არც ნაკლები, თმა... უბრალოდ, მოაჭრეს ნაწნავი და წაიღეს!!! ასეთი რამ გაგიგიათ?" ![]() ![]() 95 1-ს მოსწონს
|