x
image
natia.a
ნიკოლოზ ცისკარიძე რუსული ბალეტის აკადემიის რექტორად აირჩიეს

imageსააგენტო ТАСС-ის ცნობით, 29 ნოემბერს ნიკოლოზ ცისკარიძე ვაგანოვის სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის რექტორად დაინიშნა.


სააგენტოს ინფორმაციით, ამგვარი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კოლექტივის კონფერენციაზე, სადაც კენჭისყრის ჩატარების შედეგად უმრავლესობამ სწორედ ქართული წარმოშობის, რუსეთის სახალხო არტისტის წოდების მქონე, დიდი თეატრის ყოფილ პრემიერს მისცა ხმა.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2013 წლის ოქტომბრის თვიდან დღემდე ცისკარიძე აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო და მის მუშაობას სამინისტრო დადებითად აფასებს.

0
49
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0